top of page
Latest News
Search


ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სერტიფიკატი
სკოლა ეისის სპორტის მასწავლებელი ნანა ჭალიძე სასკოლო ხელბურთის სწავლების საერთაშორისო ტრენინგში ჩაერთო და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებული მწვრთნელ-მასწავლებლის სერტიფიკატი მიიღო. ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარდა. ინიციატივა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ასოციაციის, შესაბამისი სამინისტროებისა და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრას უძღვებოდა სასკოლო ხელბურთის საერთაშ
Sep 30, 20241 min read


სასწავლო წელი წარმატებით იწყება!
,,სკოლა ეისი“ გამუდმებით აძლიერებს თავის სასწავლო გუნდს. სიამაყით ვაცხადებთ, რომ ჩვენი გუნდის 3 მასწავლებელმა დაამტკიცა საკუთარი გამოცდილება და მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლების რიცხვს შეემატა 1 მენტორი და 2 წამყვანი მასწავლებელი. ვულოცავთ წინსწვლას და ვუსურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს. შემოგვიერთდით და ერთად მივულოცოთ მათ დამსახურებული აღიარება!
Sep 4, 20241 min read


ერთიანი ეროვნული გამოცდები: რჩევები ნინი ჯახველაძისგან
საგამოცდო დღეების მიწურულს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს წლევანდელ და მომავალ აბიტურიენტებს სკოლა ეისის კურსდამთავრებული...
Jul 20, 20242 min read


ერთიანი ეროვნული გამოცდები: რჩევები სალომე ლომიძისგან
ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც მან არჩევანი უნდა გააკეთოს იმაზე, თუ რისი გაკეთება სურს მომავალში. ეს ნაბიჯი...
Jul 12, 20242 min read


ეროვნული გამოცდები: რჩევები მარიკა ტლაშაძისგან
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. წელს პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ოთხშაბათს,...
Jun 29, 20242 min read


ეისი რიცხვებში
წარმოგიდგენთ ეისის რიცხვებში: 2015 წელს, როცა სკოლა ეისი გაიხსნა, მხოლოდ 28 მოსწავლე და 36 მასწავლებელი გვყავდა. 2016 წლიდან კი, ჩვენი სკოლა სრულად შევსებულია და თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო წარმატება: 50-ზე მეტი ეისელი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ეს მიღწევა ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დიდი შრომის შედეგია. გაცვლითი პროგრამები: 40-ზე მეტმა ეისელმა მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამებში
Jun 21, 20241 min read


წარმატებული კურსდამთავრებულები - თამუნა თუშიშვილი
გაგაცნობთ ეისი სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს. თამუნა თუშიშვილი ერთ-ერთი პირველი ეისელი და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოსა და პოლონეთში. საქართველოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - International Black Sea University-ში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაასრულა და პოლონეთში კი სოციალური მეცნიერებების განხრით მიიღო განათლება. თამუნა ციფრული მარკეტინგისა და პროგრამირების წარმატებული სპეციალისტია. ახლა ის Senior App Store M
Jun 21, 20241 min read


სამუშაო შეხვედრა უფროსკლასელთათვის
2024 წლის 10 ივნისს, ჩვენი სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა და სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოციალური მეწარმეობის თემაზე მიეღოთ, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში. სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მ
Jun 13, 20241 min read


წარმატებული კურსდამთავრებულები - ლუკა ზედაშიძე
გაგაცნობთ ეისი სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს. ლუკა ზედაშიძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეისელია, რომელმაც სკოლა 2018 წელს დაამთავრა. ლუკა მაგისტრის სტატუსს NYU Prague-დან ფლობს, მარკეტინგის მიმართულებით. სკოლის დამთავრების შემდეგ, იყო 'კინგსი საქართველოს' მარკეტინგის დეპარტამენტისა და კრეატიული სააგენტო Windfor's-ის სოციალური მედიის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, უმუშავია USAID-ის, USDA-ისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, უფროს პოზიციებზე. ახლახანს, ლუკამ 'დ
Jun 12, 20241 min read


2023-2024 წლის კურსდამთავრებულთა მოგზაურობა დანიასა და შვედეთში
სკოლა ეისის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა სკოლის დასრულება მოგზაურობით აღნიშნეს და ამჯერად ორი ქვეყანა, დანია და შვედეთი, მოინახულეს. მოგზაურობის პირველი ნაწილი შვედეთში, მალმოში გაატარეს. ეისელებმა მოინახულეს მალმოს ძველი ქალაქი, ქალაქის მთავარი მოედანი სტორტორგეტი, ისტორიული მალმოჰუსის ციხესიმაგრე და კუნგსპარკენი, მალმოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი პარკი. მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მუზეუმების მონახულებასაც. მალმოს ხელოვნების მუზეუმში მოსწავლეები სხვა
May 27, 20241 min read


2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვება – ახალი ნაბიჯები დიდი მომავლისკენ
2024 წლის ბოლო ზარი სკოლა ეისისთვის მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღე იყო, სკოლამ იზეიმა მე-9, კიდევ ერთი საუკეთესო გამოშვება. ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც წლების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდნენ, ახლა მზად არიან, ახალი ეტაპი დაიწყონ თავიანთ ცხოვრებაში. კურსდამთავრებულებმა მრავალჯერ დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები და უნარები არაერთ სასწავლო და სოციალური პროექტში ჩართულობით. მათი მიღწევები მოიცავს არა მხოლოდ აკადემიურ წარმატებებს, არამედ კულტურულ, სპორტულ და საზოგადოებრივ
May 23, 20241 min read


ეისელი მოაზროვნეების წარმატება „ტვინების ბრძოლაში“
სკოლა ეისის მოსწავლეები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ყოველწლიურად მონაწილეობენ ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“. ინტელექტუალური თამაში მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, განსხვავებული ტიპის შეკითხვებზე გუნდურად იმუშაონ, სწრაფად გააანალიზონ ინფორმაცია, ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ეისელებს ამ კონკურსში წარმატების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და 2019 წელს სკოლა ეისის U12 გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. წელს კი წარმატებული შე
May 19, 20241 min read


გიორგი ყველაშვილი Erasmus+ ახალგაზრდულ პროგრამაში
სკოლა ეისის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ყველაშვილი Erasmus+ „Youth Digital Media Literacy Lab“ (ახალგაზრდული ციფრული მედია წიგნიერების ლაბორატორია) ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობისთვის შეირჩა. პროექტში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაცია Young Generation, ახალგაზრდა თაობისა და სკოლა ეისის დირექტორის მარიკა ტლაშაძის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. გიორგისთან ერთად პროგრამისთვის კიდევ 7 ახალგაზრდა შეირჩა. „Youth Digital Media Literacy Lab“ ციფრული და მედია წიგნიერების თემებს
May 11, 20241 min read


საქველმოქმედო აქცია ხურვალეთში ,,სახლი საზღვრების გარეშე"
სკოლა ეისის მოსწავლეები საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში კონფლიქტისპირა სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ და მოხუცებულთა თავშესაფარს „სახლი საზღვრების გარეშე“ საჭირო დახმარება გადასცეს. ვიზიტი განხორციელდა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეების, მშობლის - პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ არინა თავაქარაშვილის ინიციატივით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არა მხოლოდ საქველმოქმედო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ უშუალოდ გა
Apr 14, 20241 min read


გაიცანით Codemonkey Georgia-ს პარტნიორი სკოლის (AC school - სკოლა ეისი) ისტ-ის მასწავლებელი დემეტრე ტლაშაძე
სკოლა ეისი CodeMonkey Georgia-ს პარტნიორი სკოლაა. პლატფორმას მოსწავლეები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილებზე იყენებენ, სადაც პროგრამირების საფუძვლებს თამაშზე დაფუძნებული აქტივობებით ეცნობიან. ამ გამოცდილებაზე სკოლა ეისის ისტ-ის მასწავლებელი დემეტრე ტლაშაძე გვესაუბრება. გაგვაცანით საკუთარი თავი და თქვენი განათლება. მე ვარ დემეტრე ტლაშაძე. ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში მაქვს მიღებული, ასევე გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა ის
Apr 5, 20242 min read


სოციალური სტაჟირების პროგრამა ეისში
2024 წლის 4-22 მარტს სკოლა ეისმა გერმანიიდან ჩამოსულ მე-11 კლასელ მოსწავლეს, დომინიკ ქინდერმანს, სოციალური სტაჟირების ფარგლებში უმასპინძლა. დომინიკი გერმანიის ქალაქ ბილეფელდში მდებარე რუდოლფ შტაინერის სკოლაში სწავლობს, სადაც სოციალური სტაჟირება სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილია. გერმანული ენის მასწავლებლის, ანნა შატაკიშვილის შუამდგომლობითა და სკოლის ადმინისტრაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე მან სტაჟირების გავლა საქართველოში, გორში, დედის მშობლიურ ქალაქში გადაწყვიტა.
Mar 22, 20241 min read


"თსუ დესპანი" ნინი ჯახველაძე მშობლიურ სკოლაში
სკოლა ეისს ჩვენი კურსდამთავრებული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ნინი ჯახველაძე, ამჯერად „თსუ დესპანის“ სტატუსით ესტუმრა. „თსუ დესპანი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის ფარგლებში სტუდენტები საკუთარ სკოლებში ბრუნდებიან და უფროსკლასელებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტურ ცხოვრებასა და საკუთარ გამოცდილებას აცნობენ. „თსუ დესპანი 2024“-ის მონაწილეებმა სკოლებში შეხვედრების ჩატარებამდე სპეციალური ტრენინგი გაიარეს,
Feb 26, 20241 min read


შეხვედრა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებთან
2024 წლის 21 თებერვალს სკოლა ეისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები ესტუმრნენ და ჩაატარეს შეხვედრა მოსწავლეებთან თემაზე: მედიაში დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა. შეხვედრა ქარტიის პროექტის ხელმძღვანელის, ნინი მუმლაძის, ინიციატივით ჩატარდა. მოსწავლეებს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ლიკა ჩახუნაშვილი და ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა არევაძე შეხვდნენ. სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმიანობა და ი
Feb 21, 20241 min read


სკოლა ეისი SGBA Business Meeting 2024-ის პარტნიორია
სკოლა ეისი SGBA Business Meeting 2024-ის პარტნიორია, ღონისძიების, რომელიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციებს აერთიანებს. პარტნიორობა სკოლისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ჩაერთოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობაში და გააფართოოს კავშირები განათლების სფეროს მიღმაც. SGBA-ს მიერ სკოლა ეისის შესახებ მომზადებულ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია სკოლის მიდგომებზე, მათ შორის თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალურ მიდგომაზე, სწავლების მრავა
Jan 18, 20241 min read


„განთიადის“ გუნდური ოლიმპიადა 2023: პირველი და მესამე ადგილი ეისელებს
სკოლა ეისის მე-3 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა „განთიადის“ გუნდურ ოლიმპიადაზე პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს. გუნდური ოლიმპიადა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ცოდნა და აზროვნების უნარები გუნდურ ფორმატში გამოსცადონ, ერთად იმუშაონ დავალებებზე და საერთო შედეგისთვის პასუხისმგებლობა გაინაწილონ. სკოლა ეისს ოლიმპიადაზე წარმოადგენდნენ: მე-3 კლასი:დანიელ ჭონიშვილი, ლილე სააკაშვილი, გიორგი სადაღაშვილი, მარიამ მერებაშვილი, ავთანდილ გეგენავა. მე-6 კლასი:ირაკლი ქარუმიძე, სა
Dec 29, 20231 min read


2022-2023 წლის კურსდამთავრებულთა მოგზაურობა კვიპროსზე
სკოლა ეისის 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა სკოლის დასრულება საერთო მოგზაურობით აღნიშნეს და კვიპროსს, ქალაქ ლარნაკას, ესტუმრნენ. მოგზაურობის განმავლობაში ეისელებმა ქალაქის მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ადგილები მოინახულეს. მათ შორის იყო წმინდა ლაზარეს ეკლესია, რომელიც ლარნაკის ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა, ლარნაკის შუასაუკუნეების ციხესიმაგრე, ქალაქის ცნობილი ფინიკუდესის სანაპირო. ქალაქის დათვალიერებისას მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნ
May 25, 20231 min read


ბოლო ზარი - Class of 2023 🎓
ბოლო ზარი სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღეა. 2023 წელს სკოლა ეისმა კიდევ ერთი თაობა გააცილა და 7 კურსდამთავრებულისთვის მრავალწლიანი სასკოლო პერიოდი დასრულდა. ამ დღის მიღმა თითოეული მოსწავლის საკუთარი ისტორია, მიღწევები და სამომავლო გეგმებია. 2023 წლის კურსდამთავრებულებიდან 3 მოსწავლე ოქროს მედლის კანდიდატია, 6 მათგანი ივლისში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, ხოლო თორნიკე მერებაშვილმა უკვე მიიღო დასტური და გერმანიაში განაგრძობს სწავლას. სკოლის დასრულება
May 20, 20231 min read


სკოლა ეისის მინი კომპანია „არტვუდი“ სამეწარმეო განათლების ფესტივალზე 2023
სკოლა ეისში მეწარმეობის საფუძვლები სკოლის გახსნის დღიდან, 2015 წლიდან ისწავლება. ყოველწლიურად მოსწავლეები მეწარმეობის მასწავლებელ ნინო ლომიძესთან ერთად ქმნიან საკუთარ მინი კომპანიებს, მუშაობენ ბიზნესიდეაზე, პროდუქტზე და მის წარდგენაზე. წლების განმავლობაში ეისელების მიერ შექმნილი მინი კომპანიები არაერთხელ მოხვდნენ სამეწარმეო განათლების ფესტივალისთვის შერჩეულ მონაწილეებს შორის. 2023 წელს სკოლა ეისი ფესტივალზე მინი კომპანია „არტვუდმა“ წარადგინა. „არტვუდის“ იდეა ორიგინალური ქართუ
Apr 2, 20231 min read


სკოლა ეისის კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცა
2023 წლის 11 თებერვალს სკოლა ეისის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ. ოქროს მედალი მოსწავლის მრავალწლიანი აკადემიური შრომისა და მაღალი შედეგების მნიშვნელოვანი აღიარებაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც სკოლის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევები აღვნიშნოთ. სკოლა ეისის ოქროს მედალოსნები არიან: ლიკა კალიორასი ვერიკო მჭედლიშვილი ნინო ტერაშვილი ანა ფუტკარაძე ნია ქარელი ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრ
Feb 11, 20231 min read
bottom of page