ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სერტიფიკატი
- Sep 30, 2024
- 1 min read
Updated: Aug 17
სკოლა ეისის სპორტის მასწავლებელი ნანა ჭალიძე სასკოლო ხელბურთის სწავლების საერთაშორისო ტრენინგში ჩაერთო და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებული მწვრთნელ-მასწავლებლის სერტიფიკატი მიიღო.
ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარდა. ინიციატივა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ასოციაციის, შესაბამისი სამინისტროებისა და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
შეხვედრას უძღვებოდა სასკოლო ხელბურთის საერთაშორისო სპეციალისტი ჰენბუდ მარტინსი, რომელმაც მონაწილეებს თანამედროვე ხელბურთის სწავლების შესახებ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის თანამედროვე მიდგომებს, ხელბურთის სწავლების პრაქტიკულ მეთოდებსა და სავარჯიშო პროცესის ორგანიზების საკითხებს.
მსგავს პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობა მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, განაახლონ საკუთარი ცოდნა, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და მიღებული მიდგომები შემდგომ სასწავლო პროცესშიც გამოიყენონ.



Comments