top of page

იდეატორთა და მკითხველთა კლუბების პირველი შეხვედრა


ree

სკოლა ეისი მონაწილეობდა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში და მოიპოვა დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც სკოლაში ჩამოყალიბდა იდეატორთა და მკითხველთა კლუბები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის.


ree

პროექტის მიზანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა განივითარონ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარები იდეატორთა კლუბებსა და მკითხველთა კლუბებში მონაწილეობით.


პროგრამა ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეები შეეძლებათ ისწავლონ რეალურ გამოწვევებთან გამკლავება, გაიუმჯობესონ პრობლემების გადაჭრის უნარები და განივითარონ ანალიტიკური უნარები.


განსაკუთრებით გვიხარია, რომ პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ქვეშისა და წითელუბნის სკოლებთან და კლუბის საქმიანობაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩართულნი იქნებიან მათი მოსწავლეები. პროგრამისა და სკოლა ეისის მიზანია ინკლუზიურობა, რაც ამ ფაქტითაც დასტურდება.


პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და კლუბის წევრებმა შეარჩიეს კლუბის სახელწოდებები, ისაუბრეს მოლოდინებსა და საკუთარ ინტერესებზე. წინ კი ბევრი საინტერესო პროექტი და აქტივობა გველის.




 
 
 

Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page