top of page

სკოლის შესახებ

„ეისი“ ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა რეგიონში, რომელიც სტანდარტულ პროგრამებთან ერთად (დაწყებითი, საბაზო და საშუალო), ყველაზე დიდი არჩევნის ექსტრაკურიკულულ აქტივობებს სთავაზობს მოსწავლეებს - სხვადასხვა ენების კლუბები (გერმანული, იაპონური), კურსდამთავრებულთა მხარდამჭერი კლუბი,  მოქალექეობრივი ცნობიერების გაძლიერების პროექტები, ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი აქტივობები და ა.შ. 

274906731_418276873432805_1114438044661529429_n.jpg

მისია

სკოლის მისიაა აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.

ამ მიზნების მისაღწევად სკოლა ქმნის მართვის, აღზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, შეფასების თანამედროვე სისტემებს.

ხედვა

სკოლის ხედვაა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც ყველას თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა ექნება, რაც აღიარებას, ეთიკურსა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სკოლის სახელს მოუპოვებს რეგიონში.

275048496_418276693432823_6150621918700303501_n.jpg
  • Facebook
bottom of page