top of page

ერთიანი ეროვნული გამოცდები: რჩევები ნინი ჯახველაძისგან

Updated: Oct 3, 2024

ree

საგამოცდო დღეების მიწურულს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს წლევანდელ და მომავალ აბიტურიენტებს სკოლა ეისის კურსდამთავრებული ნინი ჯახველაძე:


თითქმის ყოველდღიურად გვიწვევს არჩევნის გაკეთება და ვცდილობთ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ერთ-ერთი ასეთი არჩევნის წინაშე კი 18 წლის ასაკში ვდგებით, როდესაც გვიწევს გადავწყვიტოთ, თუ რისი კეთება გვინდა მომავალში. ვისახავთ მიზანს, რომლის მისაღწევად ერთ-ერთი აუცილებელი გზა ეროვნული გამოცდების ჩაბარებაა.


ეროვნული გამოცდები ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს არის მომენტი, როდესაც გიწევს დაფიქრდე შენს ინტერესებზე, გამოარჩიო ისინი და გადაწყვიტო რისი კეთება გინდა მომავალში.


ეროვნული გამოცდები და ზოგადად აბიტურიენტობის პერიოდი, მეთორმეტე კლასამდე ჩემთვის უძილო ღამეებთან, დიდ სტრესთან, შიშთან და ერთფეროვნებასთან ასოცირდებოდა. მაგრამ მეთორმეტე კლასში გადასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ფიქრების საფუძველნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ დროის მენეჯმენტი, არ იყვნენ ისეთ გარემოში, სადაც ხელს შეუწყობდნენ და აჩვენებდნენ ყველა იმ დადებით მხარეს, რაც სკოლის ბოლო წელს და ეროვნულ გამოცდებს აქვს. თამამად შემიძლია ვაღიარო, რომ მეთორმეტე კლასში, ეროვნულ გამოცდებამდე ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოვასწარი, გარდა სწავლისა მე და ჩემმა კლასელებმა გავრისკეთ და წავედით ბანაკში, ვიყავით საზღვარგარეთ და გასართობ შეკრებებსაც არ ვუშინდებოდით.


ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული გამოცდების პერიოდი, რომელსაც ხშირად მონსტრად გვიხატავენ, საკმაოდ საინტერესო ეტაპია ჩვენს ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ 12 წლის ნასწავლს ,,აჯამებ” მინიმუმ სამი გამოცდით, ძალიან ბევრი ახალი თვისების აღმოჩენაში გვეხმარება. შეიძლება საკუთარი თავი, გამოცდების შემდეგ, სხვაგვარად დავინახოთ, დავიჯეროთ ჩვენი უსაზღვრო შესაძლებლობების.


ყველაზე მნიშვნელოვანი წინა საგამოცდო პერიოდში სიმშვიდის შენარჩუნებაა. ვიცი, რთულია, მაგრამ საკუთარი თავი უნდა ვაიძულოთ და დავაჯეროთ რომ შიშზე, ნერვიულობაზე და სხვა უამრავ ნეგატიურ გრძნობაზე ძლიერები ვართ. ხშირად გსმენიათ ალბათ, რომ ნერვიულობას დადებითზე მეტად უარყოფითი გავლენა აქვს არა მარტო გამოცდაზე, არამედ ზოგადად, ცხოვრებაშიც და ეს ასეცაა. როდესაც საგამოცდო ოთახში შედიხარ ყველაფერი უკან უნდა მოიტოვო, დარჩე საკუთარ თავთან მარტო და გამოავლინო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.


დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სკოლა ,,ეისი” როგორც მე და ჩემს კლასელებს მუდმივად გვერდში გვედგა და გვარწმუნებდა ჩვენს ძლიერებაში, თქვენთანაც ასეთივე დამოკიდებულება აქვთ. მჯერა, რომ ეროვნულ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებთ, გამოხვალთ ღიმილიანი სახით საგამოცდო ცენტრიდან და ეს იქნება თქვენი წინ გადადგმული ნაბიჯი დიდი წარმატებისკენ. და ბოლოს, დაიჯერეთ საკუთარი შესაძლებლობების და წარმატების რომლისკენ სწრაფვასაც საფუძველი ბესიკის 5-ში ჩაყარა.

Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page