ეისი რიცხვებში
- Jun 21, 2024
- 1 min read
Updated: Aug 17

წარმოგიდგენთ ეისის რიცხვებში:
2015 წელს, როცა სკოლა ეისი გაიხსნა, მხოლოდ 28 მოსწავლე და 36 მასწავლებელი გვყავდა. 2016 წლიდან კი, ჩვენი სკოლა სრულად შევსებულია და თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.
საერთაშორისო წარმატება:
გაცვლითი პროგრამები:
40-ზე მეტმა ეისელმა მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამებში, რამაც მათ საშუალება მისცა მიეღოთ საერთაშორისო გამოცდილება და გაეფართოვებინათ თავიანთი ჰორიზონტები.
სახელმწიფო გრანტები და მედალოსნები:
ეისელების 50%-ზე მეტი სახელმწიფო გრანტის მფლობელი და ოქროს/ვერცხლის მედალოსანია. ეს წარმატება მათი მაღალი აკადემიური მიღწევებისა და დიდი შრომის შედეგია.
საგანმანათლებლო ოლიმპიადები:
50-ზე მეტი ეისელი სხვადასხვა საგანმანათლებლო ოლიმპიადის ფინალისტია.
ეისი ეხმარება თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, გამოიყენონ თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმი და მიაღწიონ წარმატებას.



Comments