Spelling Bee კონკურსი სკოლა ეისში
- Nov 2, 2024
- 1 min read
Updated: Aug 17
2024 წლის 31 ოქტომბერს სკოლა ეისმა პირველად უმასპინძლა Spelling Bee-ის ინგლისურენოვან კონკურსს, რომელშიც ქალაქის სხვადასხვა სკოლიდან 29 მოსწავლე მონაწილეობდა.
Spelling Bee მონაწილეებისგან მოითხოვს მოსმენილი ინგლისური სიტყვის სწორად, ასო-ასო წარმოთქმას. კონკურსი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, შეამოწმონ ლექსიკური ცოდნა, გამოთქმა, ყურადღება და სწრაფად აზროვნების უნარი, ამასთანავე საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებულ და მეგობრულ კონკურენტულ გარემოში გამოსცადონ.
მონაწილეები სამ ასაკობრივ საფეხურზე ასპარეზობდნენ. თითოეულ საფეხურზე გამოვლინდა გამარჯვებული:
დაწყებითი საფეხური: ნია თინიკაშვილი
საბაზო საფეხური: რუსუდან წიკლაური
საშუალო საფეხური: ბარბარე ყველაშვილი
გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზები, ხოლო ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი კონკურსში ჩართულობისა და გაწეული ძალისხმევისთვის.
კონკურსის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სკოლა ეისის კონსულტანტმა შონ მაიკლ რიდმა. ჟიურის წევრები იყვნენ მოწვეული სტუმრები ედუარდ და დანა რაუპები. ღონისძიების განხორციელებას სკოლა ეისის დირექციამ ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერა გაუწია.
Spelling Bee სკოლა ეისისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა გახდა, მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის სწავლა საკლასო გარემოს მიღმაც საინტერესო, პრაქტიკულ და განსხვავებულ გამოცდილებად ექცია.
კონკურსის საუკეთესო მომენტების ვიდეო, რომელიც დემეტრე ტლაშაძემ გადაიღო და დაამონტაჟა, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.


Comments