top of page
Latest News
Search


ჟურნალისტიკის კლუბის წევრები ,,დიას" ახალი ამბების სამსახურის პროდიუსერსა და ტელეკომპანია ,,თრიალეთის" წარმომადგენლებს შეხვდნენ
16 თებერვალს ჩვენი სკოლის ჟურნალისტიკის კლუბის წევრებს, კლუბის ხელმძღვანელის, დემეტრე ტლაშაძის, ინიციატივით ცნობილი გორელი ჟურნალისტი, გიორგი ახალკაცი შეხვდა და თავის გამოცდილებაზე ესაუბრა. ამჟამად გიორგი ტელეკომპანია ,,დიას" ახალი ამბების სამსახურის პროდიუსერია. შეხვედრა ინტერაქტიური იყო და ჩვენი სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სტუმრისთვის საინტერესო კითხვები დაესვათ. 26 თებერვალს კი შედგა ,,სკოლა ეისის" ჟურნალისტიკის კლუბის, სკოლის დირექტორის- მარინე ტლაშაძისა და ქალბ
Feb 26, 20181 min read


სკოლა ეისის წარმომადგენლის წარმატებული მონაწილეობა გერმანიაში პროფესიული განათლების ტრენინგში
გერმანიის ხელისუფლებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფინალური ეტაპი ჩატარდა გერმანიაში, სადაც დუალური პროფესიული განათლების 5-დღიან ტრენინგს ესწრებოდა სკოლა ეისის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია ტლაშაძე. ქალბატონი ნათიას თქმით, ეს ტრენინგი განსაკუთრებული გამოცდილება იყო და ყველაზე ემოციური მომენტი სკოლის მეცხრეკლასელების მინი კომპანია String Art-ის (გიორგი ჯაფარიძის იდეა და ნამუშევარი) მიერ დამზადებული საჩუქრის გადაცემა იყო. აღნიშნული საჩუქარი გ
Jan 25, 20181 min read


ინოვაციების ბანაკი, 2017
2017 წლის 3 დეკემბერს ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" (Junior Achievement Georgia) მიერ ორგანიზებულ ,,ინოვაციების ბანაკში" გაიმარჯვა გუნდმა ,,Best Advisers", რომლის ლიდერიც გახლდათ ,,სკოლა ეისის" მოსწავლე ლუკა ზედაშიძე, ხოლო ერთერთი წევრი ასმათ ფაილევანიანი. ინოვაციების ბანაკი არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები თავს იყრიან კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის (ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება) გარშემო, რომლის სესახებაც უნდა წარმოა
Dec 3, 20171 min read


,,სკოლა ეისს" “კაისტის” უნივერსიტეტის ლექტორი ბატონი შონ რიდი ესტუმრა
სკოლა ეისს კორეაში, KAIST-ის უნივერსიტეტის ლექტორი და სკოლა ეისის კონსულტანტი შონ რიდი ესტუმრა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე უშუალოდ ესაუბრათ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების მქონე სტუმრისგან. ვიზიტი მხოლოდ ერთ საერთო შეხვედრას არ მოიცავდა. საქართველოში ყოფნის დარჩენილი დღეების განმავლობაში სკ
Oct 18, 20171 min read


ტრენინგი სკოლა ეისში: მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა პროფესიის არჩევის ხელშესაწყობად
2017 წლის 19 ივლისს სკოლა ეისში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა პროფესიის არჩევის ხელშესაწყობად“, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. ტრენინგს დაესწრნენ VII-XI კლასების მოსწავლეების მშობლები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გაცნობოდნენ, თუ როგორ შეუძლიათ შვილების მხარდაჭერა პროფესიული არჩევანის პროცესში. ტრენინგი ჩატარდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანული მხარის ერთობლივი „პროფესიული განათლებისა და სწა
Jul 19, 20171 min read


შიდა და ქვემო ქართლელებმა დამოუკიდებლობის დღე ერთად აღნიშნეს
ერთი ლექსით დაწყებული ისტორია ორი სკოლის მეგობრობად გადაიქცა. გორელი მარიამ ლონგურაშვილი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებლად მუშაობდა, სოციალურ ქსელში სკოლა ეისის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნინო მთიულიშვილის, ლექსს „წვიმა“ გაეცნო. ლექსი მარიამმა ქესალოს მოსწავლეებს გაკვეთილზე წაუკითხა. ბავშვებმა ტექსტი ისწავლეს, ვიდეო გადაიღეს და ლექსის ავტორს გაუგზავნეს. სწორედ ამ პატარა ინიციატი
May 26, 20171 min read


საუკეთესო საჩუქარი პირველი ეისელისგან
სკოლა ეისისთვის კურსდამთავრებულების წარმატება ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულია, მით უფრო მაშინ, როდესაც საუბარია სკოლის ერთ-ერთ პირველ ეისელზე. თამუნა თუშიშვილი სკოლა ეისის პირველი კურსდამთავრებულების თაობას ეკუთვნის. სკოლის დასრულების შემდეგ მან სწავლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელა და საკუთარი შესაძლებლობებითა და შედეგებით კიდევ ერთხელ გაახარა სკოლა, სადაც მისი სასწავლო გზა დაიწყო. თამუნას წარმატება სკოლა ეისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის
Apr 14, 20171 min read


სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2017
2017 წლის 25 მარტს Tbilisi Mall-ში გაიმართა ,,ჯუნიორ ეჩივმენტ ჯორჯიას" მიერ ორგანიზებული სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2017. მასში მონაწილეობდა ,,სკოლა ეისის" მე–11 კლასის მოსწავლეების ლუკა ზედაშიძე, გიორგი მშვიდობაძე, ხატია ბურნაძე, თიკო ჩიხრაძე, გიორგი რაჯაბაშვილი, თამუნა მერებაშვილი, ანა ხუბულური მიერ დაფუძნებული მინი კომპანია Leader's Team, რომელიც საქართველოს მასშტაბით არჩეულ 24 კომპანიას შორის აღმოჩნდა. გუნდის მენტორი იყო მეწარმეობის მასწავლებელი ნინო ლომიძე. ჩვენმა მ
Mar 25, 20171 min read


,,აპოლო" ჰაკათონის გამარჯვებულია!
სკოლა ეისის მოსწავლეთა გუნდმა Apolo აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სასკოლო ჰაკათონში პირველი ადგილი მოიპოვა. ჰაკათონი მოსწავლეებისთვის შექმნილი ინტენსიური სამუშაო ფორმატია, სადაც გუნდები საკუთარ ტექნოლოგიურ იდეებზე მუშაობენ და ცდილობენ, ისინი პრაქტიკულ პროექტებად აქციონ. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები პროგრამული უზრუნველყოფის, დიზაინის, საინჟინრო და სხვა ტექნოლოგიურ მიმართულებებში მუშაობდნენ. სკოლა ეისის გუნდის იდეა იყო ტურისტებისთვის განკუთვნილი მობილური ა
Feb 19, 20171 min read


სემინარი პროფესიული განათლების შესახებ
2017 წლის 25 იანვარს ქალაქ გორში, სასტუმრო ,,ვიქტორიას" შენობაში, გაიმართა სემინარი თემაზე: „გამოცდილება გორის მუნიციპალიტეტის დონეზე პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში“. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანიის ხელისუფლების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების განვითარებასა და ხელშეწყობას. სემინარს დაესწრნენ სკოლა ეისის დირექტორი, მარიკა ტლაშაძე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოსწავლ
Jan 25, 20171 min read


2016 წლის ბოლო სასწავლო დღე სკოლა ეისში: პროფესიული ორიენტაციის პროექტის შეჯამება
2016 წლის ბოლო სასწავლო დღე სკოლა ეისისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობით გამოირჩეოდა. დღე მოსწავლეებისთვის Secret Santa-ს საჩუქრების გაცვლით დაიწყო, მოგვიანებით კი სკოლას ჰიპერმარკეტების ქსელ GoodWill-ის წარმომადგენლები და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ კორძახია ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ქართულ-გერმანული პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც პროფესიული ორიენტაციის პოლიტიკასა და ახალგაზრდების სამომავლო პროფესიულ არჩევანს ეხებო
Dec 30, 20161 min read


სკოლა ეისი 1 წლისაა!
სკოლამ პირველი დაბადების დღე მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლის საზოგადოებასთან ერთად აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ შეასრულეს სიმღერები, ლექსები, ცეკვები და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი, რომლებმაც ეს დღე განსაკუთრებით თბილი და დასამახსოვრებელი გახადა. სკოლის ხელმძღვანელისთვის, მარიკა ტლაშაძისთვის, პირველი წლის დასრულება მხოლოდ ერთი ეტაპის შეჯამება არ იყო. ეს იყო იმ გზის დასაწყისი, რომელსაც სკოლა ეისი მომავალ თაობებთან ერთად გააგრძ
Dec 9, 20161 min read


შემეცნებითი ექსკურსია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
სკოლა ეისის VII-XI კლასის მოსწავლეები 2016 წლის 9 ნოემბერს შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. ვიზიტი ისტორიის მასწავლებელ ირმა თითირაშვილისა და სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით დაიგეგმა. მუზეუმში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ისტორიულ მასალებსა და ექსპონატებს უშუალოდ გაცნობოდნენ და სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა რეალურ კულტურულ და ისტორიულ გარემოსთან დაეკავშირებინათ. მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება, ისტორია მხოლოდ
Nov 9, 20161 min read


სკოლა ეისი პროფესიული განათლების ხელშეწყობის ინიციატივაში ჩაერთო
ბოლო კვლევების მიხედვით, უმაღლესი ფორმალური განათლების მიღების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ამ მიმართულებით ქვეყანა მსოფლიო რეიტინგის მოწინავე პოზიციას იკავებს. თუმცა, ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევა ასევე მიუთითებს, რომ სპეციალიზაციის მხრივ საქართველო 110-ე ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტების მიერ მიცემული განათლება და პოტენციური დამსაქმებლის მოთხოვნები ერთმანეთს სრულად არ შეესაბამება. ორგანიზაციები ითხოვენ ისეთ ცოდნასა და უნარ
Oct 22, 20161 min read


2015-2016 წლის კურსდამთავრებულთა მოგზაურობა ბულგარეთში
სკოლა ეისის 2015-2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა სკოლის დასრულება საერთო მოგზაურობით აღნიშნეს და ბულგარეთის დედაქალაქს, სოფიას, ესტუმრნენ. ეს მოგზაურობა ეისელებისთვის კურსდამთავრებულთა საერთაშორისო მოგზაურობების ერთ-ერთი პირველი გამოცდილებაა და იქცევა იმ ტრადიციის ნაწილად, რომელიც შემდგომ წლებში ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გაგრძელდება. სოფიაში მოსწავლეებმა ქალაქის არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ადგილი მოინახულეს. მათ შორის იყო წმინდა ალექსანდრე ნეველის ს
Sep 29, 20161 min read


შეხვედრა ვასილ გულეურთან
30 მაისს სკოლა ეისის მოსწავლეები ცნობილ საბავშვო პოეტს, ვასილ გულეურს, შეხვდნენ. შეხვედრა კულტურისა და საგანმანათლებლო ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა. ხელოვანთან უშუალო შეხვედრა მოსწავლეებისთვის ყოველთვის განსხვავებული გამოცდილებაა, რადგან მათ შესაძლებლობას აძლევს, წიგნის მიღმა თავად ავტორსაც გაეცნონ და ლიტერატურა უფრო ცოცხალ და პირად გამოცდილებად აქციონ. ვასილ გულეურთან შეხვედრა ეისელებისთვის თბილ და დასამახსოვრებელ დღედ იქცა. .
May 30, 20161 min read


ტრენინგი გენდერული თანასწორობის შესახებ
5 აპრილს ჩვენს სკოლაში ჩატარდა ტრენინგი გენდერული თანასწორობის შესახებ, ტრენინგს უძღვებოდა Glow-ს (Girl Leading Our World) მოხალისე სალომე ლაფაჩი. მოსწავლეებმა მოსიმინეს ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია და იმსჯელეს თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ პრობლემურ თემასთან დაკავშირებით.
Apr 5, 20161 min read


სასწავლო ექსკურსია ტექნოპარკში
დროსთან ერთად იცვლება თაობები და მათი მოთხოვნილებები, ამიტომ აუცილებელი ხდება სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის კომპენეტნციების გამომუშავებას. ჩვენს სასწავლო პროგრამაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლები, რომელსაც გამორჩეული, ნიჭიერი პროგრამისტი გიორგი ვეფხვაძე ასწავლის, სწორედ მისი ინიციატივით დაათვალიერეს ჩვენმა მოსწავლეებმა ტექნოპარკი, სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათ
Mar 20, 20161 min read


წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
24 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. წიგნის სიყვარული კი სათავეს სწორედ სკოლიდან იღებს. მასწავლებლები და მშობლები ვუხსნით პატარებს წიგნის - ამ საოცრებათა სკივრის კარს. დღეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის, ვერიკო სომხიშვილის, რეჟისურით სილუეტების თეატრის არაჩვეულებრივი სპექტაკლი წარმოგვიდგინეს. სკოლის კედლები გაათბო და გაამზიანა ჩვენი სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების საოცრად ემოციურმა დეკლამაციამ. ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარ
Feb 24, 20161 min read


პირველი ექსკურსია
2016 წლის 23 იანვარს ,,ეისმა" შესანიშნავი დღე უსახსოვრა მოსწავლეებს. "ეისელები“ ბაკურიანს ესტუმრნენ. საინტერესო მგზავრობამ, თოვლმა და სიხალისემ, ერთმანეთთან დაახლოებამ და გართობამ ყველაზე საოცარი, განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით დატვირთა ეს დღე. პირველი ,,ეისელების“ პირველი ექსკურსია. არაჩვეულებრივია!
Jan 23, 20161 min read


ახალი წელი ,,ეისში“
2015 წლის 30 დეკემბერს სკოლა ,,ეისში“ წინასაახალწლო ღონისძიება ჩატარდა. დახვეწილმა მუსიკალურმა და თეატრალიზებულმა ნომრებმა, იუმორმა, თამაშებმა, კარაოკე-შეჯიბრებებმა, ნიღბებმა და კოსტუმებმა ერთნაირად გაახალისა მონაწილეები და მაყურებლები.
Dec 30, 20151 min read


სკოლა ეისში სასწავლო პროცესი დაიწყო
2015 წლის 9 დეკემბერს სკოლა ეისი სკოლის დირექტორთან ერთად ოფიციალურად გახსნეს ქალაქის მერმა ბატონმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა ზურაბ ქარელმა, რომლებმაც სტუმრებთან ერთად მიულოცეს სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყება და უსურვეს არაორდინალურად, საინტერესოდ დაწყებული სასწავლო პროცესის წარმატებით გაგრძელება.
Dec 9, 20151 min read


სკოლა ეისის საზეიმო გახსნა
2015 წლის 8 დეკემბერს გორის გიორგი ერისთავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა სკოლა ეისის გახსნის აღსანიშნავი საზეიმო საღამო. სკოლის დირექტორმა მარიკა ტლაშაძემ საზოგადოებას გააცნო სკოლის კონცეფცია, მიზნები, სასწავლო პროგრამები. წარადგინა ქალაქის რჩეული პედაგოგები, რომლებიც სკოლა ეისში იმოღვაწებენ. საზეიმო საღამოზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ეპარქიის მდივანი დეკანოზი ღვთისო (სეხნიაშვილი), ქალაქის ხელისუფლების, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ა
Dec 8, 20151 min read
bottom of page