top of page
Latest News
Search


წარმატებული კურსდამთავრებულები - ნიკოლოზ ლურსმანაშვილი
ნიკოლოზ ლურსმანაშვილი სკოლა ეისის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან სკოლა 2023 წელს, 16 წლის ასაკში დაამთავრა და მალევე დაიწყო განვითარება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლის დასრულების შემდეგ ნიკოლოზმა ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენა და სწავლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე, სრული დაფინანსებით გააგრძელა. დღეს ნიკოლოზი SDET ინჟინერია (Software Development Engineer in Test) და გა
Sep 231 min read


2026-2027 სასწავლო წლის პირველი დღე სკოლა ეისში
15 სექტემბერს სკოლა ეისში 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა პირველი დღისთვის მზადება სკოლაში გაცილებით ადრე დაიწყო. მასწავლებლები რამდენიმე დღის განმავლობაში აფორმებდნენ კლასებსა და სკოლის სივრცეებს, რათა მოსწავლეებს დაბრუნებისას ჩვეულებრივი სასწავლო დღე კი არა, პატარა დღესასწაული დახვედროდათ. ეზოში ბავშვებს მუსიკა, თამაშები და ანიმატორები ელოდებოდნენ. განსაკუთრებით პატარების ყურადღება მიიქციეს საყვარელმა პერსონაჟებმა, მათ შორის „ზოოტოპიას“ გმირებმა. ეს დღე განსკუთრებული
Sep 191 min read


ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი სკოლა ეისის თანამშრომლებისთვის
სკოლა ეისის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი ეფექტური კომუნიკაციის შესახებ, რომლის მიზანი იყო სასკოლო გარემოში მოსწავლეებთან, მშობლებთან, კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან ურთიერთობის პრაქტიკული მიდგომების განხილვა. ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმაზე, მათ შორის ვერბალურ, არავერბალურ და წერილობით კომუნიკაციაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება რთულ ან კონფლიქტურ სიტუაციებში პროფესიული და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობის შენარჩუნება. მასწავ
Aug 191 min read


გორელი მარიამ მინასიანი სამომავლოდ სწავლას ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით გეგმავს (ქართლის ამბები / Qartli.ge)
ეროვნულ გამოცდებზე, ფიზიკაში 59 ქულა მიიღო [ზედა ზღვარი 63]. იგი სკოლა ,,ეისის'' კურსდამთავრებულია. მარიამი „ქართლის ამბებთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ფიზიკის გამოცდის შედეგით ამაყობს. „სამომავლოდ ვგეგმავ სწავლა გავაგრძელო ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით. ეს სფერო განსაკუთრებით მაინტერესებს, რადგან მაძლევს შესაძლებლობას, შევისწავლო თანამედროვე ტექნოლოგიები, შევქმნა ინოვაციური პროექტები და მომავალში ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო. “, - აღნიშნავს
Aug 171 min read


გორელმა თამარ ქავთარაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მაქსიმალური 70-დან 70 ქულა მიიღო (ქართლის ამბები / Qartli.ge)
როგორც მან ,,ქართლის ამბებს" განუცხადა, სწავლას უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინგლისურენოვან პროგრამაზე გააგრძელებს. „ინგლისურის ეროვნულ გამოცდაზე 70/70 ქულის მიღება ჩემთვის უდიდესი სიხარული და მრავალწლიანი შრომის დაფასებაა. განსაკუთრებით მიხარია, რომ ეს შედეგი იმ ცოდნისა და გამოცდილების შედეგია, რომელიც კერძო სკოლა „ეისიში“ მივიღე, სადაც მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში ვსწავლობდი და რომელმაც ცოდნის მიღების, განვითარების და საკუთარი შესა
Aug 51 min read


ეისელების წარმატება 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სკოლა ეისის კურსდამთავრებულებმა არაერთ საგანში მაღალი შედეგები აჩვენეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ ქავთარაძის მაქსიმალური შედეგი ინგლისურ ენაში 70 ქულა 70-დან. ჩვენი კურსდამთავრებულების საუკეთესო შედეგებს შორისაა ასევე: ფიზიკა - 59/63 ქართული ენა და ლიტერატურა - 52/60 მათემატიკა - 44/51 ეროვნული გამოცდებზე მიღებული შედეგების უკან დგას არა მხოლოდ გამოცდისთვის მომზადების პერიოდი, არამედ წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა, შრომა, მიზა
Aug 41 min read


2025-2026 წლის კურსდამთავრებულთა მოგზაურობა ავსტრია-სლოვაკეთში
სკოლა ეისში კურსდამთავრებულთა ევროპული მოგზაურობა უკვე ტრადიციად იქცა. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სკოლის წლები განსხვავებული გამოცდილებით დაასრულონ: აღმოაჩინონ ახალი ქალაქები, გაეცნონ ევროპული ქვეყნების ისტორიას, კულტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებას და კლასელებთან ერთად შექმნან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოგონება. ამჯერად ჩვენი კურსდამთავრებულების მარშრუტი სლოვაკეთსა და ავსტრიას მოიცავდა. მოსწავლეებმა მოინახულეს ბრატისლავა და ვენა, გაეცნენ ქა
May 271 min read


ნინო ლომიძე - „მეწარმეობის წლის მასწავლებელი
სკოლა ეისის მასწავლებელმა ნინო ლომიძემ „მეწარმეობის წლის მასწავლებლის“ ტიტული მოიპოვა. ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლისთვის, სადაც მეწარმეობის განათლება უკვე 10 წელია სასწავლო პროცესის ნაწილია. პროგრამა სკოლის ხელმძღვანელის ინიციატივით დაინერგა, რათა მოსწავლეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიეღოთ, ესწავლათ იდეის განვითარება, პრობლემის გადაჭრა, გუნდური მუშაობა, ინიციატივის გამოჩენა და საკუთარი გადაწყვეტილებების დასაბუთება. წლების განმავლობაში
May 121 min read


პირველკლასელების წარმატება მათემატიკის ოლიმპიადაზე
სკოლა ეისის პირველკლასელები კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის მოხვდნენ. პირველი სასწავლო წელი ბავშვებისთვის ახალი გარემოს, ახალი უნარებისა და სწავლის განსხვავებული გამოცდილების დასაწყისია. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ამ ეტაპზევე მოსწავლეები ინტერესით ერთვებიან დამატებით აკადემიურ აქტივობებში და საკუთარი ცოდნის გამოცდას სკოლის ფარგლებს გარეთაც ცდილობენ. კინგსის მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობამ პირველკლასელებს შესაძლებლობა მისცა, მათემატიკური ცოდნა
May 111 min read


სკოლა ეისის ახალი შენობის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპი - საძირკვლის ჩასხმა
სკოლა ეისის განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო და ახალი საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას საძირკვლის ჩასხმით ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. ახალი შენობა იქმნება როგორც თანამედროვე, ფუნქციური და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული გარემო, სადაც სასწავლო პროცესი მხოლოდ საკლასო ოთახებით არ შემოიფარგლება. სივრცის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა კომფორტს, უსაფრთხოებას, ხელმისაწვდომობასა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებისთვის საჭირო შესაძლებ
Feb 181 min read


პატარა ეისელები UCMAS-ის მსოფლიო ჩემპიონატისა და IGE სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიალზე
1 თებერვალს სასტუმრო გორი ინნ • Gori Inn-მა UCMAS-ის მოსწავლეების მსოფლიო ჩემპიონატისა და IGE სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. ცერემონიალს ესწრებოდნენ UCMAS-ის ეროვნული ფრენჩაიზის მფლობელი, ქალბატონი Sahar Harb, გორის საკრებულოს, მერიისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, ასევე სკოლის დირექტორები და პედაგოგები. UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსსა და მსოფლიო თასი საქართველო 2025-ს 6-7 დეკემბერს საქართველომ უმასპინძლა. აღნიშნულმა ღონისძიებამ გააერთიანა 1,500-მდე მო
Jan 311 min read


სკოლა ეისის ახალი კამპუსის მშენებლობა დაიწყო
სკოლა ეისის ახალი კამპუსის მშენებლობა დაიწყო. ყოველი დიდი ცვლილება მნიშვნელოვანი ნაბიჯით იწყება. ჩვენთვის ეს ნაბიჯი ახალი საგანმანათლებლო სივრცის შექმნაა, რომელიც მომავალში სკოლა ეისის მოსწავლეებს სწავლის, განვითარების და ახალი შესაძლებლობების კიდევ უფრო მრავალფეროვან გარემოს შესთავაზებს. ახალი კამპუსი იქცევა სივრცედ, სადაც მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის მიღებას, საკუთარი ინტერესების განვითარებას, ახალი გამოცდილებების მიღებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. ეს სკოლა ეისის გა
Oct 14, 20251 min read


ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს!
15 სექტემბერს სკოლა ეისში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველი სასწავლო დღე ყოველთვის განსაკუთრებულია. ეს არის მონატრებული მეგობრებისა და მასწავლებლების შეხვედრის, ახალი მოსწავლეების გაცნობის, ახალი მიზნებისა და მოლოდინების დღე. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ საინტერესო, წარმატებულ და ახალი გამოცდილებებით სავსე წელს.
Sep 15, 20251 min read


საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა პოლონეთში, 2025
სკოლა ეისი ორგანიზაცია Successful Youth-თან თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და ახალგაზრდულ ინიციატივაში მონაწილეობს. 2025 წლის 13-20 ივნისს სკოლა ეისის მოსწავლე ანა მელაძე და კურსდამთავრებულები, გიორგი და ნატალი დალაქიშვილები, პოლონეთში, ქალაქ ბიალი დუნაეცში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში „Digital Literacy and Citizenship Youth Exchange Program“ მონაწილეობდნენ. პროგრამის მთავარი მიმართულებები ციფრული წიგნიერება და თანამედროვე მო
Jun 16, 20251 min read


სტუდენტები - სკოლას - არაფორმალური განათლებისთვის
10 ივნისს გორის სკოლა AC-ს სტუმრობდნენ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები პროექტით „VitalCare“, რომლის მიზანია მოსწავლეებისათვის საბაზისო სამედიცინო ცოდნის გაზიარება და პრაქტიკული უნარების განვითარება. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა: 🔹 გაიგეს სასიცოცხლო მაჩვენებლების მნიშვნელობა – წნევა, პულსი, ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე და ჟანგბადის სატურაცია; 🔹 თავად გამოსცადეს სამედიცინო აპარატურის გამოყენება – გლუკომეტრი, პულსოქსიმეტრი და ტონომეტრი
Jun 10, 20251 min read


ეისელები კოლეჯ „განთიადის“ პროფესიული განათლების ღონისძიებაზე
2025 წლის 4-5 ივნისს სკოლა ეისის VIII-XI კლასის მოსწავლეები კოლეჯ „განთიადში“ გამართულ საინფორმაციო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რომლის მიზანი პროფესიული განათლებისა და სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია იყო. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ პროფესიული განათლების შესაძლებლობებს, სხვადასხვა მიმართულებასა და იმ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პროგრამა მოიცავდა პრეზენტაციას, ინტერაქტიულ სესიებს, თემატურ ვიდეოებს, ქე
Jun 5, 20251 min read


2024-2025 წლის კურსდამთავრებულთა მოგზაურობა ბელგიაში
სკოლა ეისში კურსდამთავრებულებისთვის სასკოლო წლების დასრულებას კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოცდილება ახლავს თან. ბოლო ზარის შემდეგ ისინი კლასელებთან ერთად ახალ ქვეყანას სტუმრობენ, ეცნობიან განსხვავებულ კულტურულ გარემოს და სკოლის დასრულებას საერთო მოგზაურობით აღნიშნავენ. 2025 წლის კურსდამთავრებულების მიმართულება ბელგია იყო. ეისელები ბრიუსელს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ქალაქის მნიშვნელოვანი ადგილები და გაეცნენ ბელგიის დედაქალაქის არქიტექტურას, ისტორიასა და კულტურულ გარემოს. მოგზაურ
May 30, 20251 min read


პირველი ადგილი სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე
სკოლა ეისის მე-10 კლასის მოსწავლემ მათე ნასყიდაშვილმა 2025 წლის სასწავლო-კვლევითი კონფერენციის გეოგრაფიის სექციაში პირველი ადგილი მოიპოვა. მათემ კონფერენციაზე წარადგინა ნაშრომი „გონივრული განვითარება“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის როლს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში ეხებოდა. საკვლევი თემა თანამედროვე სამყაროს ორი მნიშვნელოვანი მიმართულების, ტექნოლოგიური განვითარების და მდგრადობის, ურთიერთკავშირს აერთიანებდა და მოსწავლეს შესაძლებლობა მისცა, საკითხისთვის არა მხოლოდ გ
May 3, 20251 min read


იდეატორთა და მკითხველთა კლუბების პირველი შეხვედრა
სკოლა ეისი მონაწილეობდა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში და მოიპოვა დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც სკოლაში ჩამოყალიბდა იდეატორთა და მკითხველთა კლუბები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. პროექტის მიზანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა განივითარონ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარები იდეატორთა კლუბებსა და მკითხველთა კლუბებში მონაწილეობით. პროგრამა ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც
Jan 20, 20251 min read


ეისელები საქართველო-საფრანგეთის რაგბის მატჩზე
საქართველოს რაგბის ეროვნული ფედერაციის შეთავაზებით, სკოლა ეისის მოსწავლეები ლოკომოტივის სტადიონზე საქართველოსა და საფრანგეთის მორაგბეთა მატჩს დაესწრნენ. მსგავსი აქტივობები სასკოლო ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, საკლასო გარემოს მიღმაც მიიღონ საერთო გამოცდილებები, რომლებიც გუნდურობის, მხარდაჭერისა და სპორტული კულტურის მნიშვნელობას უკეთ აგრძნობინებს. ვგულშემატკივრობთ ქართველ მორაგბეებს და ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს წარმატებას მომავალ შეხვ
Jan 11, 20251 min read


ეისელები ბორჯღალოსნების თამაშზე
24 ნოემბერს სკოლა ეისის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული სამშვიდობო-სპორტული სარაგბო პროექტის ფარგლებში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს ესტუმრნენ და საქართველოსა და ტონგას ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრნენ. ეისელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სტადიონიდან ეგულშემატკივრათ ბორჯღალოსნებისთვის და ათასობით გულშემატკივართან ერთად გაეზიარებინათ საერთაშორისო მატჩის განსაკუთრებული ატმოსფერო. მსგავს სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უფრო ახლ
Nov 24, 20241 min read


Spelling Bee კონკურსი სკოლა ეისში
2024 წლის 31 ოქტომბერს სკოლა ეისმა პირველად უმასპინძლა Spelling Bee-ის ინგლისურენოვან კონკურსს, რომელშიც ქალაქის სხვადასხვა სკოლიდან 29 მოსწავლე მონაწილეობდა. Spelling Bee მონაწილეებისგან მოითხოვს მოსმენილი ინგლისური სიტყვის სწორად, ასო-ასო წარმოთქმას. კონკურსი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, შეამოწმონ ლექსიკური ცოდნა, გამოთქმა, ყურადღება და სწრაფად აზროვნების უნარი, ამასთანავე საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებულ და მეგობრულ კონკურენტულ გარემოში გამოსცადონ. მონაწილეები სამ
Nov 2, 20241 min read


წარმატებული კურსდამთავრებულები - თამუნა მერებაშვილი
გაგაცნობთ სკოლა ეისის წარმატებულ კურსდამთავრებულებს. თამუნა მერებაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეისელია, რომელმაც საქართველოში განათლება ფინანსების მიმართულებით მიიღო. გავლილი აქვს მრავალი პრესტიჟული კურსი, მათ შორის, IFRS for SMEs-ში, BDO Academy-ში და ACCA-ის ადაპტირებული ქართული პროგრამის მეორე დონე. თამუნა ამჟამად სწავლობს University of Glasgow-ში, სადაც იღებს MSc International Financial Analysis ხარისხს. თამუნას სიტყვებით - “ეისიმ მომცა არა მხოლოდ ხარისხიანი განათლე
Oct 8, 20241 min read


როგორ დავუბრუნოთ მოსწავლეები სასკოლო რეჟიმს ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ
ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ, სასკოლო რეჟიმში დაბრუნება შეიძლება გამოწვევად იქცეს მოსწავლეებისთვის. სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაეხმარება მათ უმტკივნეულოდ დაუბრუნდნენ სასკოლო გარემოს და წარმატებით დაიწყონ ახალი სასწავლო წელი. რჩევები მოსწავლეებსა და მშობლებს: პირველ ეტპზე, ყველაზე მართებული იქნება თუ ძილის რეჟიმს მოიწესრიგებთ სასკოლო განრიგთან შესაბამისობაში. მხოლოდ სასწავლო დღეებში კი არა, შაბათ–კვირასაც მნიშვნელოვანია რუტინის შენარჩუნება. ეკრანთან (
Oct 3, 20242 min read
bottom of page