გაიცანით Codemonkey Georgia-ს პარტნიორი სკოლის (AC school - სკოლა ეისი) ისტ-ის მასწავლებელი დემეტრე ტლაშაძე
- Apr 5, 2024
- 2 min read
Updated: Aug 25
სკოლა ეისი CodeMonkey Georgia-ს პარტნიორი სკოლაა. პლატფორმას მოსწავლეები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილებზე იყენებენ, სადაც პროგრამირების საფუძვლებს თამაშზე დაფუძნებული აქტივობებით ეცნობიან.
ამ გამოცდილებაზე სკოლა ეისის ისტ-ის მასწავლებელი დემეტრე ტლაშაძე გვესაუბრება.

გაგვაცანით საკუთარი თავი და თქვენი განათლება.
მე ვარ დემეტრე ტლაშაძე. ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში მაქვს მიღებული, ასევე გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა ისტ-ის მიმართულებით. ვარ უფროსი მასწავლებელი და სკოლაში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ვასწავლი.
რამდენი წელია, რაც სკოლაში კომპიუტერულ მეცნიერებებს ასწავლით და რომელ კლასებთან მუშაობთ?
2016 წლიდან დღემდე ვარ ,,სკოლა ეისის“ ისტ-ის მასწავლებელი და ვასწავლი პირველიდან მეათე კლასის ჩათვლით.
რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?
დავიბადე და გავიზარდე ოჯახში სადაც წევრთა უმეტესობა პედაგოგია. დაწყებული ბებიითა და პაპით, გაგრძელებული დედითა და დით. ასე რომ, მასწავლებლის პროფესია ჩემთვის უცხო არ იყო. მითუმეტეს, რომ ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა და თითოეულ მათგანში დიდ შესაძლებლობას ვხედავ.
რა შეიცვალა მოსწავლეებში მას შემდეგ, რაც გაკვეთილებზე CodeMonkey-ის გამოყენება დაიწყეთ?
Codemonkey-ს გამოყენება კლასში პირველ რიგში თამაშთან და მხიარულებასთან ასოცირდება. რადგან თამაში ყველა მოზარდის საყვარელი ფორმაა, ისინი ძალიან აქტიურად და პოზიტიურად ჩაერთვნენ პირველივე გაკვეთილიდან.
გქონდათ თუ არა რაიმე გამოწვევა თავდაპირველად CodeMonkey-ის პლატფორმის დანერგვისას და როგორ გადალახეთ ისინი?
პლატფორმა შექმნილია ძალიან მარტივი და საინტერესო ინტერფეისით, მოქნილია როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისათვის, აქედან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ, არ ყოფილა განსაკუთრებული გამოწვევები, თუ არ ჩავთვლით ბავშვების მოთხოვნას - ყოველ გაკვეთილზე გვეთამაშა Codemonkey.
რას ურჩევდით სხვა მასწავლებლებს, რომლებიც ფიქრობენ CodeMonkey-ის პლატფორმით კომპიუტერული მეცნიერების სწავლებას?
კომპიუტერული მეცნიერებები და განსაკუთრებით პროგრამირება ასოცირდება კოდებთან, რიცხვებთან და უმრავი ადამიანი თვლის, რომ ძალიან რთულია მისი შესწავლა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე.
თუმცა, თუ სწავლების ფორმა საინტერესო და სახალისოა, აქტივობები კი ეტაპობრივად რთულდება, ისე როგორც Codemonkey-ს შემთხვევაშია, პროგრამირების საფუძვლების შესწავლაც ბევრად უფრო მარტივი და ბუნებრივი ხდება.
როგორ ხედავთ კომპიუტერული მეცნიერების განათლების მომავალ განვითარებას და როგორ ფიქრობთ, რა როლს ითამაშებს ამ ევოლუციაში ისეთი პლატფორმები, როგორიცაა CodeMonkey-ის თამაშზე დაფუძნებული სწავლების პლატფორმა?
ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და მნიშვნელოვანია, გვესმოდეს მისი მნიშვნელობა, რათა სწორად შევაფასოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარე.
პროგრამირების შესწავლა არ ნიშნავს კოდების დაზეპირებას ან ალგორითმის მნიშვნელობის ცოდნას. მთავარი გამოწვევაა ადამიანის ლოგიკური, ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნების განვითარებაა. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თამაშზე დაფუძნებული სწავლება, რადგან ის ამ ყველაფერს აერთიანებს.



Comments