top of page

გიორგი ყველაშვილი Erasmus+ ახალგაზრდულ პროგრამაში

  • May 11, 2024
  • 1 min read

Updated: Aug 25

სკოლა ეისის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ყველაშვილი Erasmus+ „Youth Digital Media Literacy Lab“ (ახალგაზრდული ციფრული მედია წიგნიერების ლაბორატორია) ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობისთვის შეირჩა.


პროექტში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაცია Young Generation, ახალგაზრდა თაობისა და სკოლა ეისის დირექტორის მარიკა ტლაშაძის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. გიორგისთან ერთად პროგრამისთვის კიდევ 7 ახალგაზრდა შეირჩა.


„Youth Digital Media Literacy Lab“ ციფრული და მედია წიგნიერების თემებს აერთიანებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გარემოში იმუშაონ, გაცვალონ გამოცდილება და უკეთ გაიაზრონ ციფრულ სივრცეში ინფორმაციის მოძიების, შეფასებისა და პასუხისმგებლიანი გამოყენების მნიშვნელობა.


მსგავს საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ღირებული გამოცდილებაა. ისინი ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს, მუშაობენ საერთო თემებზე, ავითარებენ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარებს და მიღებულ ცოდნას საკუთარ გარემოში დაბრუნების შემდეგაც იყენებენ.


ვულოცავთ გიორგის პროგრამაში შერჩევას და ვუსურვებთ საინტერესო გამოცდილებასა და წარმატებულ მონაწილეობას.




Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page