top of page
Latest News
Search


გიორგი ყველაშვილი Erasmus+ ახალგაზრდულ პროგრამაში
სკოლა ეისის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ყველაშვილი Erasmus+ „Youth Digital Media Literacy Lab“ (ახალგაზრდული ციფრული მედია წიგნიერების ლაბორატორია) ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობისთვის შეირჩა. პროექტში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაცია Young Generation, ახალგაზრდა თაობისა და სკოლა ეისის დირექტორის მარიკა ტლაშაძის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. გიორგისთან ერთად პროგრამისთვის კიდევ 7 ახალგაზრდა შეირჩა. „Youth Digital Media Literacy Lab“ ციფრული და მედია წიგნიერების თემებს
May 11, 20241 min read


გაიცანით Codemonkey Georgia-ს პარტნიორი სკოლის (AC school - სკოლა ეისი) ისტ-ის მასწავლებელი დემეტრე ტლაშაძე
სკოლა ეისი CodeMonkey Georgia-ს პარტნიორი სკოლაა. პლატფორმას მოსწავლეები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილებზე იყენებენ, სადაც პროგრამირების საფუძვლებს თამაშზე დაფუძნებული აქტივობებით ეცნობიან. ამ გამოცდილებაზე სკოლა ეისის ისტ-ის მასწავლებელი დემეტრე ტლაშაძე გვესაუბრება. გაგვაცანით საკუთარი თავი და თქვენი განათლება. მე ვარ დემეტრე ტლაშაძე. ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში მაქვს მიღებული, ასევე გავლილი მაქვს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა ის
Apr 5, 20242 min read


სკოლა ეისი SGBA Business Meeting 2024-ის პარტნიორია
სკოლა ეისი SGBA Business Meeting 2024-ის პარტნიორია, ღონისძიების, რომელიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციებს აერთიანებს. პარტნიორობა სკოლისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ჩაერთოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობაში და გააფართოოს კავშირები განათლების სფეროს მიღმაც. SGBA-ს მიერ სკოლა ეისის შესახებ მომზადებულ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია სკოლის მიდგომებზე, მათ შორის თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალურ მიდგომაზე, სწავლების მრავა
Jan 18, 20241 min read


აგრო და გასტრო ტურიზმის პრაქტიკული ვორქშოფი ეისელებისთვის
სკოლა ეისის მოსწავლეები ორგანიზაცია CENN-ის კამპანიაში „გავაძლიეროთ ტურიზმი და სოციალური მეწარმეობა“ ჩაერთვნენ. კამპანიის ფარგლებში მოსწავლეები გამოცდილი ტრენერებისგან მიიღეს ინფორმაცია აგრო და გასტრო ტურიზმის, მეწარმეობისა და ადგილობრივი რესურსების გამოყენების საკითხებზე. შეხვედრისას მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეგოთ, როგორ შეიძლება ადგილობრივი პროდუქტი, ტრადიციები და გარემო ტურისტულ გამოცდილებად და მეწარმეობრივ შესაძლებლობად იქცეს. თეორიული ნაწილის შემდეგ ეისელები ნიკა ვაჩეი
Oct 22, 20221 min read


ვიზიტი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში
სკოლა ეისის X-XII კლასების მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ, სადაც აკადემიაში სწავლის შესაძლებლობებსა და იუნკერების ყოველდღიურ ცხოვრებას გაეცნენ. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია აკადემიის საქმიანობის შესახებ და მიიღეს ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებზე, მიღების პირობებზე, სტიპენდიებსა და გაცვლით პროგრამებზე. მათ ასევე გაიგეს, როგორია იუნკერების დღის განრიგი, რა ეტაპებს მოიცავს აკადემიაში სწავლა და რა შესაძლებლობები აქვთ სტუ
Apr 15, 20221 min read


ადამიანის უფლებების სწავლა დოკუმენტური ფილმების საშუალებით
სკოლა ეისის X-XI კლასის მოსწავლეები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს დოკუმენტური ფილმების საშუალებით გაეცნენ. პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო ფილმის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგაც მოსწავლეები დისკუსიასა და კითხვა-პასუხის ფორმატში ჩაერთვნენ. განხილვის დროს მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ფილმში წამოჭრილ საკითხებზე ემსჯელათ, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და უკეთ გაეაზრებინათ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეალური გამოწვევები. დოკუმენტური ფილმის გამოყენება
Mar 4, 20191 min read


„მე და საზოგადოება“ მუზეუმში: საგანმანათლებლო პროგრამა „დღესასწაული მუზეუმში“
სკოლა ეისის მოსწავლეები საგნის „მე და საზოგადოება“ ფარგლებში გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ და საგანმანათლებლო პროგრამაში „დღესასწაული მუზეუმში“ მიიღეს მონაწილეობა. მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, საგაკვეთილო თემები განსხვავებულ გარემოში გაეცნოთ და მიღებული ცოდნა ისტორიულ და კულტურულ მასალებისთვის დაეკავშირებინათ. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მუზეუმის სივრცესა და მის საგანმანათლებლო რესურსებს გაეცვნენ, ხოლო აქტივობებში მონაწილეო
Dec 20, 20181 min read


სკოლა ეისის წარმომადგენლის წარმატებული მონაწილეობა გერმანიაში პროფესიული განათლების ტრენინგში
გერმანიის ხელისუფლებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფინალური ეტაპი ჩატარდა გერმანიაში, სადაც დუალური პროფესიული განათლების 5-დღიან ტრენინგს ესწრებოდა სკოლა ეისის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია ტლაშაძე. ქალბატონი ნათიას თქმით, ეს ტრენინგი განსაკუთრებული გამოცდილება იყო და ყველაზე ემოციური მომენტი სკოლის მეცხრეკლასელების მინი კომპანია String Art-ის (გიორგი ჯაფარიძის იდეა და ნამუშევარი) მიერ დამზადებული საჩუქრის გადაცემა იყო. აღნიშნული საჩუქარი გ
Jan 25, 20181 min read


,,სკოლა ეისს" “კაისტის” უნივერსიტეტის ლექტორი ბატონი შონ რიდი ესტუმრა
სკოლა ეისს კორეაში, KAIST-ის უნივერსიტეტის ლექტორი და სკოლა ეისის კონსულტანტი შონ რიდი ესტუმრა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე უშუალოდ ესაუბრათ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების მქონე სტუმრისგან. ვიზიტი მხოლოდ ერთ საერთო შეხვედრას არ მოიცავდა. საქართველოში ყოფნის დარჩენილი დღეების განმავლობაში სკ
Oct 18, 20171 min read


შიდა და ქვემო ქართლელებმა დამოუკიდებლობის დღე ერთად აღნიშნეს
ერთი ლექსით დაწყებული ისტორია ორი სკოლის მეგობრობად გადაიქცა. გორელი მარიამ ლონგურაშვილი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებლად მუშაობდა, სოციალურ ქსელში სკოლა ეისის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნინო მთიულიშვილის, ლექსს „წვიმა“ გაეცნო. ლექსი მარიამმა ქესალოს მოსწავლეებს გაკვეთილზე წაუკითხა. ბავშვებმა ტექსტი ისწავლეს, ვიდეო გადაიღეს და ლექსის ავტორს გაუგზავნეს. სწორედ ამ პატარა ინიციატი
May 26, 20171 min read


სემინარი პროფესიული განათლების შესახებ
2017 წლის 25 იანვარს ქალაქ გორში, სასტუმრო ,,ვიქტორიას" შენობაში, გაიმართა სემინარი თემაზე: „გამოცდილება გორის მუნიციპალიტეტის დონეზე პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში“. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანიის ხელისუფლების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების განვითარებასა და ხელშეწყობას. სემინარს დაესწრნენ სკოლა ეისის დირექტორი, მარიკა ტლაშაძე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოსწავლ
Jan 25, 20171 min read
bottom of page