top of page

სამუშაო შეხვედრა უფროსკლასელთათვის

Updated: Oct 3, 2024

ree

2024 წლის 10 ივნისს, ჩვენი სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა და სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოციალური მეწარმეობის თემაზე მიეღოთ, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში.


 სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში. პროექტის მიზანია უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალური უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით.

 

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები:

  • Childfund Deutschland E.V, (გერმანია),

  • სამეწარმეო სკოლა (უკრაინა),

  • არასამთავრობო ორგანიზაცია “Vesta” (მოლდოვა),

  • ECOVISIO (მოლდოვა),

  • CODE სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი)

  • განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (საქართველო).




 
 
 

Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page