top of page

ერთიანი ეროვნული გამოცდები: რჩევები სალომე ლომიძისგან

Updated: Oct 3, 2024



ree

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც მან არჩევანი უნდა გააკეთოს იმაზე, თუ რისი გაკეთება სურს მომავალში. ეს ნაბიჯი აბიტურიენტებისთვის ხშირად დიდ ძალისხმევასთან, სტრესთან, გაურკვევლობასთან და მოლოდინთან არის დაკავშირებული. აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს სკოლა ეისის კურსდამთავრებული სალომე ლომიძე:



იმისთვის, რომ ჩვენი არჩევანი რეალობად ვაქციოთ, გარკვეული პერიოდი ვემზადებით უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვის და მოუთმენლად ველით ჩვენი შრომის შედეგებს. გამოცდებისთვის მოსამზადებელი პერიოდი ძირითადად სტრესთან ასოცირდება, თუმცა  სკოლა ეისი ყველანაირ შესაძლებლობას აძლევს აბიტურიენტებს, იმისთვის რომ ეს პერიოდი მათთვის იყოს ნაყოფიერი და სასიამოვნო, რაც დამეთანხმებით დადებითად ასიახება საგამოცდო განწყობასა და შედეგებზე. ამას ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, რადგან ამ გზით ეისიმ მოტივაცია მომცა და დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებში. საბოლოოდ კი, ჩემი მიზანი ჩვენი თანამშრომლობის შედეგად რეალობად იქცა. ეისის გუნდი პროფესიონალი მასწავლებლებით არის დაკომპლექტებული. ისინი ცდილობენ აბიტურიენტებს ის გზა გაუკვალონ, რომელიც ახალი ეტაპის დასაწყისია მათთვის. აბიტურიენტობის პერიოდში მაქსიმალურად ვიყენებდი ჩემს დროსა და შესაძლებლობებს, რადგან ის საგნები, რომლებშიც საგამოცდოდ ვემზადებოდი მიტარდებოდა ერთ სივრცეში. ეს სივრცე კი ჩემი საყვარელი ადგილი, ჩემი საკლასო ოთახი იყო, რომელიც სწორედ ამ პედაგოგებმა შემაყვარეს. მოსამზადებელ პერიოდში აღარ მიწევდა რეპეტიტორებთან სიარული, რადგან ეისის კოლექტივი მაძლევდა ყველა იმ რესურსს, რომელიც საგამოცდოდ მჭირდებოდა. ამ გზით ვზოგავდი ჩემს დროსა და ენერგიას, რასაც უკვე სწავლისთვის ვიყენებდი. 


მინდა აბიტურიენტებს გავუზიარო ჩემ მიერ გამომუშავებული სტრატეგიები, რომლებიც საგამოცდო სტრესის გამკლავებისთვის გამოადგებათ.


პირველ რიგში უნდა დაგეგმოთ თქვენი სწავლის განრიგი. საჭიროა, შესასრულებელი დავალებები დააორგანიზოთ. ეს მიდგომა თქვენ დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ისეთი შემთხვევები, როდესაც ქაოსის გამო ვეღარ ხვდებით საქმე საიდან დაიწყოთ. თითქოს ამ ხერხით თქვენს თავზე კონტროლს იძენთ და იყალიბებთ  დისციპლინას.


შექმენით სასწავლო მასალების საკუთარი ხელნაწერი ე.წ „კონსპექტები“. კონსპექტის წერის მეთოდმა ხელი შემიწყო  რთული მასალების დამახსოვრებაში. ასევე ჩემი ხელნაწერები დამეხმარა მოკლე დროში, მარტივად გადამეხედა განვლილ მასალას, რამაც ჩემი დრო და ძალისხმევა დაზოგა.


ამ პერიოდში საჭიროა რეგულარული ვარჯიში. მოუწყვეთ საკუთარ თავს იმიტირებული გამოცდები. პრაქტიკა დაგეხმარებათ ტესტის სტრუქტურის მარტივად ათვისებაში, ასევე გაგიუმჯობესდებათ დროის მართვის უნარი.


სტრესის მართვის საფუძველს წარმოადგენს საკმარისი ძილი და სწორი კვება, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენს გონებაზე. აბიტურიენტები ხშირად ათენებენ ღამეებს სწავლაში. ვფიქრობ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ღამით ჩვენი პროდუქტიულობა ბევრად ნაკლებია. სწორედ ამიტომ, მუდამ ვცდილობდი დღის საათებში მესწავლა.


ეცადეთ სწავლასთან ერთად განიტვირთოთ და დაკავდეთ თქვენთვის სასურველი ჰობით, რადგან გადაჭარბებულმა სწავლამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური დაღლილობა და ინფორმაციის დამახსოვრების უნარის შეზღუდვა. აბიტურიენტობის პერიოდში მუდამ ვცდილობდი ეს ტექნიკა გამომეყენებინა. ვერთობოდი მეგობრებთან ერთად, ვუყურებდი ფილმებს, ვუსმენდი სიმღერებს. ასევე დავდიოდი ცურვაზე, რამაც  ფიზიკური დაძაბულობა სრულიად მომიხსნა და განწყობა ამიმაღლა.


ემოციური მხარდაჭერა გამოცდების პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხარდაჭერას მუდამ ვგრძნობდი ოჯახისგან, მეგობრებისგან და მასწავლებლებისგან. ეცადეთ მათ თამამად ესაუბროთ თქვენი გრძნობებისა და მოლოდინების შესახებ. ეს თქვენ შეგახსენებთ, რომ ამ გზაზე მარტო არ ხართ.


აბიტურიენტობის პერიოდში მივმართავდი ვიზუალიზაციის ტექნიკას. ხშირად წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე და მივიღე ის შედეგი, რაც მსურდა. ამ ხერხმა ჩემი თავდაჯერებულობა და მოტივაცია გააძლიერა. ასევე ჩამომიყალიბა პოზიტიური აზროვნება, რაც აუცილებელია  საგამოცდო განწყობისთვის, რადგან მასზეა დამოკიდებული მუშაობის პროცესი.


მაქსიმალურად ეცადეთ მომზადების პროცესზე ფოკუსირდეთ და არა მხოლოდ შედეგებზე. სასურველი შედეგის მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია ისიამოვნო იმ პროცესით, რომელიც შენ პიროვნულად გავითარებს.


საბოლოოდ მინდა თითოეულმა აბიტურიენტმა გაიაზროს, რომ გამოცდები დროებითი გამოწვევაა და წინ ბევრად საინტერესო მოვლენები ელით. თუ თქვენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებთ, მარტივად შეძლებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას. დატკბით პროცესით და საუკეთესოს მოლოდინი გქონდეთ. როგორც სკოლა ეისიმ მასწავლა გჯეროდეს წარმატების!

Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page