2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვება – ახალი ნაბიჯები დიდი მომავლისკენ
- მარიკა ტლაშაძე
- May 23, 2024
- 1 min read
Updated: Oct 4, 2024
2024 წლის ბოლო ზარი სკოლა ეისისთვის მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღე იყო, სკოლამ იზეიმა მე-9, კიდევ ერთი საუკეთესო გამოშვება. ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც წლების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდნენ, ახლა მზად არიან, ახალი ეტაპი დაიწყონ თავიანთ ცხოვრებაში.
კურსდამთავრებულებმა მრავალჯერ დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები და უნარები არაერთ სასწავლო და სოციალური პროექტში ჩართულობით. მათი მიღწევები მოიცავს არა მხოლოდ აკადემიურ წარმატებებს, არამედ კულტურულ, სპორტულ და საზოგადოებრივ საქმიანობებში აქტიურ ჩართულობას.
აღსანიშნავია, რომ 6 კურსდამთავრებულიდან 3 ოქროს მედლის და 1 ვერცხლის მედლის კანდიდატია. ეროვნულ გამოცდებზე გადის 6 მოსწავლე და დარწმუნებული ვართ სკოლა კიდევ ერთხელ იამაყებს მათი წარმატებით. მოსწავლეების ასეთი წარმატებას ხელი შეუწყო მასწავლებლებისა და მშობლების დაუღალავმა მხარდაჭერამ. მადლობას ვუხდით ყველა მათგანს, ვინც წლების განმავლობაში თანადგომითა და მუხლჩაუხრელი შრომით ხელი შეუწყო ჩვენი მოსწავლეების წარმატებას. მოსწავლეებს უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების შერჩევის პროცესში დახმარება სკოლის დირექციამ გაუწია. წლის განმავლობაში მათ რამდენჯერმე ჩაუტარდათ ეროვნული გამოცდების იმიტირება, სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მოესინჯათ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.
ჩვენ ვუსურვებთ 2024 წლის კურსდამთავრებულებს წარმატებას მათ კარიერულ და საგანმანათლებლო გზებზე. სკოლა ეისი ამაყობს ჩვენი კურსდამთავრებულებით და მუდამ იქნება მათი მხარდამჭერი!




























Comments