top of page
Latest News
Search


სტუდენტები - სკოლას - არაფორმალური განათლებისთვის
10 ივნისს გორის სკოლა AC-ს სტუმრობდნენ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები პროექტით „VitalCare“, რომლის მიზანია მოსწავლეებისათვის საბაზისო სამედიცინო ცოდნის გაზიარება და პრაქტიკული უნარების განვითარება. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა: 🔹 გაიგეს სასიცოცხლო მაჩვენებლების მნიშვნელობა – წნევა, პულსი, ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე და ჟანგბადის სატურაცია; 🔹 თავად გამოსცადეს სამედიცინო აპარატურის გამოყენება – გლუკომეტრი, პულსოქსიმეტრი და ტონომეტრი
Jun 10, 20251 min read


შეხვედრა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებთან
2024 წლის 21 თებერვალს სკოლა ეისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები ესტუმრნენ და ჩაატარეს შეხვედრა მოსწავლეებთან თემაზე: მედიაში დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა. შეხვედრა ქარტიის პროექტის ხელმძღვანელის, ნინი მუმლაძის, ინიციატივით ჩატარდა. მოსწავლეებს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ლიკა ჩახუნაშვილი და ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა არევაძე შეხვდნენ. სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმიანობა და ი
Feb 21, 20241 min read


„ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ სკოლა ეისში
სამოქალაქო განათლება სკოლა ეისში მხოლოდ თეორიული საკითხების განხილვით არ შემოიფარგლება. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაძლებლობა, რეალურ საზოგადოებრივ საკითხებზე იმსჯელონ, მოისმინონ განსხვავებული მოსაზრებები და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება შეძლონ. სამოქალაქო განათლების მასწავლებელ არინა თავაქარაშვილის ინიციატივით სკოლა ეისს ზაზა ბიბილაშვილი და იულონ გაგოშიძე ესტუმრნენ. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს სიდნი ლუმეტის ცნობილი ფილმი „12 განრისხებული მამა
Dec 12, 20221 min read


აგრო და გასტრო ტურიზმის პრაქტიკული ვორქშოფი ეისელებისთვის
სკოლა ეისის მოსწავლეები ორგანიზაცია CENN-ის კამპანიაში „გავაძლიეროთ ტურიზმი და სოციალური მეწარმეობა“ ჩაერთვნენ. კამპანიის ფარგლებში მოსწავლეები გამოცდილი ტრენერებისგან მიიღეს ინფორმაცია აგრო და გასტრო ტურიზმის, მეწარმეობისა და ადგილობრივი რესურსების გამოყენების საკითხებზე. შეხვედრისას მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეგოთ, როგორ შეიძლება ადგილობრივი პროდუქტი, ტრადიციები და გარემო ტურისტულ გამოცდილებად და მეწარმეობრივ შესაძლებლობად იქცეს. თეორიული ნაწილის შემდეგ ეისელები ნიკა ვაჩეი
Oct 22, 20221 min read


ეისელები ბავშვთა უფლებების ცენტრის ტრენინგებზე
სკოლა ეისის IX-XI კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებლის არინა თავაქარაშვილის ხელმძღვანელობით ესწრებიან ტრენინგებს ბავშვის უფლებათა ცენტრში. ტრენინგების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, მსჯელობენ მათ მნიშვნელობაზე და სწავლობენ, როგორ უკავშირდება უფლებების დაცვა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს. ბავშვის უფლებათა ცენტრი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 27 აპრილს გაიხსნა. ცენტრის გახსნას
Jun 8, 20221 min read


ფინანსური წიგნიერება: ინოვაციების ბანაკი 2022
2022 წლის 4 ივნისს სკოლა ეისის მოსწავლეები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ფინანსური წიგნიერების ინოვაციების ბანაკში ჩაერთვნენ. ღონისძიება „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ მიერ, USAID-ის პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით ჩატარდა. ინოვაციების ბანაკი 12-საათიანი ინტენსიური სამუშაო ფორმატია, სადაც 15-დან 18 წლამდე ახალგაზრდები კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო ერთიანდებიან. მონა
Jun 4, 20221 min read


საჯარო ლექცია ეისში "ისწავლე ჟესტური ენა"
პროექტის "ჩვენ ყველა თანასწორნი ვართ" ფარგლებში, სკოლა ეისის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია, რომელიც ჟესტური ენის პოპულარიზაციას მიეძღვნა. ლექციის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა შეისწავლეს ანბანი, რიცხვები და საბაზისო ფრაზები საკომუნიკაციოდ, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო მეტად გაიგონ და კომუნიკაცია დაამყარონ სმენის დარღვევის მქონე ადამიანებთან. მსოფლიოში 137 ჟესტური ენა არსებობს, მათ შორის ქართული ჟესტური ენა, რომლის ცოდნაც ჩვენთვის სოციალური პასუხისმგებლობაა. ეს ცოდნ
May 19, 20221 min read


სკოლა ეისის მინი კომპანია AllSafe 2022 წლის რჩეულ კომპანიებს შორის
სკოლა ეისის მოსწავლეების მიერ შექმნილი მინი კომპანია AllSafe 2022 წლის სამეწარმეო განათლების ფესტივალისთვის შერჩეულ 30 მოსწავლეთა კომპანიას შორის მოხვდა. ფესტივალი 26 მარტს, თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან მოსწავლეთა კომპანიები მონაწილეობდნენ. ღონისძიება „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ მიერ, USAID-ის პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, თიბისი ბანკთან თანამშრომლობით ჩატარდა. AllSafe სკოლ
Apr 8, 20221 min read


სკოლა ეისის გუნდი FinEdu-ს კონკურსის გამარჯვებულია
სკოლა ეისის მოსწავლეთა გუნდმა Guardians of Saving GOS FinEdu-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე!“ გაიმარჯვა. კონკურსი მსოფლიო დაზოგვის დღის ფარგლებში გაიმართა და მასში 75 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში გადასასვლელად მონაწილეებს უნდა შეექმნათ ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდებში დაზოგვასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოავლენდა და მათი გადაჭრის გზებს შესთავაზებდა. სკოლა ეისის გუნდმა იდეებზე მენტორ ნინო ლომიძესთან ერთად იმუშავა, ხოლო გუნდის წევრები არიან: ჯაბა შატ
Oct 31, 20211 min read


ენების ევროპული დღე: AC Times-ის სპეციალური ნომერი
26 სექტემბერს, ენების ევროპული დღის აღსანიშნავად, სკოლა ეისის მოსწავლეებმა AC Times-ის სპეციალური ინგლისურენოვანი ნომერი მოამზადეს. ნომერზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა რესპონდენტებს ინტერვიუები ჩამოართვეს, მიღებული მასალა დაამუშავეს და ინგლისურ ენაზე თარგმნეს. მათ ასევე შექმნეს სახალისო და შემეცნებითი კროსვორდები და მოამზადეს ლიტერატურული კუთხე. AC Times-ის მომზადება მოსწავლეებისთვის შესაძლებლობა იყო, ინგლისური ენა პრაქტიკულ და შემოქმედებით საქმიანობაში გამოეყენებინათ. მუშ
Oct 11, 20211 min read


სოციალური მეწარმეობის ვორქშოფი
8 და 9 ივნისს გორში, ,,სკოლა ეისში" სოციალური მეწარმეობის ვორქშოფი გაიმართა. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა პირველ დღეს მიიღეს თეორიული ცოდნა პროექტის წერასთან, მართვასთან, შეჯამებასა და ქსელურ კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასევე, პირველ დღეს მოიწვიეს სპიკერი - ა(ა)იპ ლიდერთა ლიგის კომუნიკაციების მენეჯერი, ელენე მინდიაშვილი, რომელიც ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის მერიასთან კონსორციუმის შექმნის დეტალებზე ესაუბრა. მეორე დღეს მონაწილეები განაწილდნენ ჯგუფებში, ყველა ჯგუფს ჰყავდა
Jun 10, 20191 min read


ინტელექტუალური ფესტივალი 2019
2019 წელს სკოლა ეისის მოსწავლეები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ სკოლებს შორის ინტელექტუალურ ფესტივალში მონაწილეობდნენ. ფესტივალი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და მოიცავდა საკვალიფიკაციო, ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს. თითოეული გუნდი შვიდი მოსწავლისგან შედგებოდა, ხოლო მონაწილეები ზოგადი ცოდნის შეკითხვებზე გუნდურად მუშაობდნენ. თამაშის ნაწილი იყო კაპიტნებისთვის განკუთვნილი სპეციალური შეკითხვაც. ინტელექტუალური თამაშის ფორმატმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მის
Apr 24, 20191 min read


ადამიანის უფლებების სწავლა დოკუმენტური ფილმების საშუალებით
სკოლა ეისის X-XI კლასის მოსწავლეები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს დოკუმენტური ფილმების საშუალებით გაეცნენ. პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო ფილმის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგაც მოსწავლეები დისკუსიასა და კითხვა-პასუხის ფორმატში ჩაერთვნენ. განხილვის დროს მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ფილმში წამოჭრილ საკითხებზე ემსჯელათ, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და უკეთ გაეაზრებინათ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეალური გამოწვევები. დოკუმენტური ფილმის გამოყენება
Mar 4, 20191 min read


„მე და საზოგადოება“ მუზეუმში: საგანმანათლებლო პროგრამა „დღესასწაული მუზეუმში“
სკოლა ეისის მოსწავლეები საგნის „მე და საზოგადოება“ ფარგლებში გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ და საგანმანათლებლო პროგრამაში „დღესასწაული მუზეუმში“ მიიღეს მონაწილეობა. მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, საგაკვეთილო თემები განსხვავებულ გარემოში გაეცნოთ და მიღებული ცოდნა ისტორიულ და კულტურულ მასალებისთვის დაეკავშირებინათ. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მუზეუმის სივრცესა და მის საგანმანათლებლო რესურსებს გაეცვნენ, ხოლო აქტივობებში მონაწილეო
Dec 20, 20181 min read


პირველკლასელები პროგრამაზე „ზღაპრები ცოცხლდებიან მუზეუმში“
სკოლა ეისის პირველი კლასის მოსწავლეები გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში „ზღაპრები ცოცხლდებიან მუზეუმში“ მონაწილეობდნენ. პროგრამა „ზღაპრები ცოცხლდებიან მუზეუმში“ პირველკლასელებისთვის ზღაპრების სამყაროსა და მუზეუმის სივრცის ერთმანეთთან დაკავშირების საინტერესო შესაძლებლობა გახდა. ბავშვებმა სასწავლო დღე სკოლის გარეთ, მათთვის ახალ გარემოში გაატარეს და მუზეუმი არა მხოლოდ ექსპონატების სანახავ ადგილად, არამედ აღმოჩენისა და შემეცნების სივრცედ გაიცნეს. მს
Nov 22, 20181 min read


ეისელები რეგიონალურ ინტელექტუალურ თამაშზე ,,რა? სად? როდის?"
2018 წელს სკოლა ეისის მოსწავლეები გორში გამართულ რეგიონულ ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ. შეჯიბრმა სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი გუნდურ ფორმატში გამოეცადათ. რეგიონულ თამაშში მონაწილეობა ეისელებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, საკუთარი ცოდნა სკოლის ფარგლებს გარეთ გამოეცადათ, ემუშავათ გუნდურად და სხვა სკოლების მოსწავლეებთან ერთად ჩართულიყვნენ ინტელექტუალურ გამოწვევაში.
Jun 2, 20181 min read


გაეროს მოდელირების პროექტი
2018 წლის 5-6 მაისს გორში პირველად გაიმართა გაეროს მოდელირება. პროექტი დაფინანსებული იყო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტ PITA-ს მიერ, რომელიც USAID-ის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. პროექტის შესარჩევ ტურში მონაწილეობა 200-ზე მეტმა აპლიკანტმა (14-27 წლამდე) მიიღო, მათგან კი 30 საუკეთესო შეირჩა, რომელთაც გაეროს ოფიციალურ მოდელირებაზე დელეგატის სტატუსი მიენიჭათ, მათ შორის გახლდათ ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე, მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ზ
May 6, 20181 min read


ბიბლიოთეკარის პროფესიული და წიგნის საავტორო უფლებების დღე
2018 წლის 30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული და წიგნის საავტორო უფლებების დღე ასე ლამაზად აღინიშნა სკოლა ეისში ჩვენი ბიბლიოთეკის ყველაზე დახვეწილი მასპინძლის ქეთევან პაპელიშვილის ორგანიზებით. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა თანასკოლელებს წაუკითხეს ნაწყვეტები საყვარელი წიგნებიდან, გააცნეს ინფორმაცია წიგნებსა და მათი ავტორების შესახებ და რეკომენდაცია გაუწიეს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურას.
Apr 30, 20181 min read


,,სკოლა ეისის" ჟურნალისტიკის კლუბის პირველი საიუბილეო გაზეთი
სკოლა ეისის ჟურნალისტიკის კლუბმა, რომელსაც დემეტრე ტლაშაძე ხელმძღვანელობს, პირველი საიუბილეო სასკოლო გაზეთი, „თბილი სავანე“, მოამზადა. გაზეთის სახელწოდებას განსაკუთრებული ისტორია აქვს. ის შეირჩა ერთ-ერთი მოსწავლის ბებიის სიტყვებიდან: „ეისი მხოლოდ სკოლა არ არის, ის ოჯახია, თბილი სავანე.“ „თბილი სავანე“ ჟურნალისტიკის კლუბის წევრების მიერ შექმნილი ნამუშევარია და აერთიანებს მასალებს, თემებსა და ისტორიებს, რომლებზეც მოსწავლეებმა გაამახვილეს ყურადღება. სასკოლო გაზეთის მომზადება მოს
Apr 24, 20181 min read


ჟურნალისტიკის კლუბის წევრები ,,დიას" ახალი ამბების სამსახურის პროდიუსერსა და ტელეკომპანია ,,თრიალეთის" წარმომადგენლებს შეხვდნენ
16 თებერვალს ჩვენი სკოლის ჟურნალისტიკის კლუბის წევრებს, კლუბის ხელმძღვანელის, დემეტრე ტლაშაძის, ინიციატივით ცნობილი გორელი ჟურნალისტი, გიორგი ახალკაცი შეხვდა და თავის გამოცდილებაზე ესაუბრა. ამჟამად გიორგი ტელეკომპანია ,,დიას" ახალი ამბების სამსახურის პროდიუსერია. შეხვედრა ინტერაქტიური იყო და ჩვენი სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სტუმრისთვის საინტერესო კითხვები დაესვათ. 26 თებერვალს კი შედგა ,,სკოლა ეისის" ჟურნალისტიკის კლუბის, სკოლის დირექტორის- მარინე ტლაშაძისა და ქალბ
Feb 26, 20181 min read
bottom of page