"თსუ დესპანი" ნინი ჯახველაძე მშობლიურ სკოლაში
- Feb 26, 2024
- 1 min read
Updated: Aug 25
სკოლა ეისს ჩვენი კურსდამთავრებული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ნინი ჯახველაძე, ამჯერად „თსუ დესპანის“ სტატუსით ესტუმრა.
„თსუ დესპანი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის ფარგლებში სტუდენტები საკუთარ სკოლებში ბრუნდებიან და უფროსკლასელებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტურ ცხოვრებასა და საკუთარ გამოცდილებას აცნობენ.
„თსუ დესპანი 2024“-ის მონაწილეებმა სკოლებში შეხვედრების ჩატარებამდე სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რის შემდეგაც ნინიმ სკოლა ეისის უფროსკლასელებისთვის პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრისას მან მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება უნივერსიტეტში სწავლის შესახებ, ისაუბრა სტუდენტურ ცხოვრებაზე და გააცნო ის შესაძლებლობები, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალ სტუდენტებს სთავაზობს.
ასეთი შეხვედრები უფროსკლასელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული და საგანმანათლებლო არჩევანის ეტაპზე. მათ შესაძლებლობა აქვთ, უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სტუდენტისგან მიიღონ, დასვან კითხვები და უკეთ წარმოიდგინონ, რას შეიძლება ელოდნენ სკოლის დასრულების შემდეგ.
სკოლა ეისისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც კურსდამთავრებულები საკუთარ გამოცდილებას უკვე ახალ თაობას უზიარებენ და მშობლიურ სკოლაში განსხვავებული როლით ბრუნდებიან.
მადლიერებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ნინის შეხვედრის ფოტოგადაღებას ასევე ეისის კურსდამთავრებული, სალომე ლომიძე, უზრუნველყოფდა.



Comments