top of page

შეხვედრა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებთან

  • Feb 21, 2024
  • 1 min read

Updated: Aug 25

2024 წლის 21 თებერვალს სკოლა ეისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები ესტუმრნენ და ჩაატარეს შეხვედრა მოსწავლეებთან თემაზე: მედიაში დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა.


შეხვედრა ქარტიის პროექტის ხელმძღვანელის, ნინი მუმლაძის, ინიციატივით ჩატარდა. მოსწავლეებს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ლიკა ჩახუნაშვილი და ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა არევაძე შეხვდნენ.

სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმიანობა და ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ განიხილავს ქარტიის საბჭო ჟურნალისტურ მასალებთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებს.


შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მედიაში დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის ამოცნობას, ჟურნალისტის პასუხისმგებლობასა და იმ გავლენას, რომელიც მედიაში გამოყენებულ ენას საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე შეიძლება ჰქონდეს.


მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მედიას უფრო კრიტიკულად დააკვირდნენ, უკეთ გაიაზრონ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა და რეალური მაგალითების საფუძველზე იმსჯელონ მედიის როლზე საზოგადოებაში.




Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page