
ზღაპრების ავტორია მარიკა ტლაშაძე, სკოლა ეისის დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მის მიერ შექმნილი ისტორიები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს აერთიანებს: მეგობრობას, სიკეთეს, სიმამაცეს, თავდაჯერებულობას, გარემოსა და ცხოველთა სამყაროზე ზრუნვას, წიგნების სიყვარულს და სხვა ღირებულებებს. ზოგიერთი ზღაპარი შემეცნებითი ხასიათისაა და ბავშვებს ცხოველების, ბუნებისა და მათ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ საინტერესო ინფორმაციასაც აცნობს.სცენარსა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დახმარებით შექმნილ ვიზუალურ მასალაზე მარიკა ტლაშაძე მუშაობს. ვიდეოების აწყობაზე, მონტაჟსა და მუსიკალურ გაფორმებაზე დემეტრე ტლაშაძე, სკოლა ეისის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მედიაწიგნიერების მასწავლებელი და ვიდეოგრაფი მუშაობს.
ანიმაციური ზღაპრები შექმნილია იმისთვის, რომ საინტერესო ამბების საშუალებით ბავშვებს ახალი ცოდნა, მნიშვნელოვანი ღირებულებები და მსჯელობისთვის საინტერესო თემები შესთავაზოს. რესურსებს სკოლა ეისის მასწავლებლები იყენებენ კლასის საათზე, სამოქალაქო განათლების მიმართულებით და სხვადასხვა თემატური აქტივობის ფარგლებში. მათი გამოყენება თავისუფლად შეუძლიათ სხვა მასწავლებლებსაც სასწავლო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის.





