top of page

წარმატებული კურსდამთავრებულები

Updated: Oct 3, 2024

 გაგაცნობთ ეისი სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს.


ree


 თამუნა თუშიშვილი ერთ-ერთი პირველი ეისელი და ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია.  უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოსა და პოლონეთში. საქართველოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - International Black Sea University-ში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაასრულა და პოლონეთში კი სოციალური მეცნიერებების განხრით მიიღო განათლება.


 თამუნა ციფრული მარკეტინგისა და პროგრამირების წარმატებული სპეციალისტია. ახლა ის Senior App Store Manager-ად მუშაობს, სადაც დეველოპერებთან ცნობილ აპლიკაციებზე თანამშრომლობს - Angry Birds, Sonic და სხვა.


 თამუნას სიტყვებით - "ეისიმ დამანახა, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს შენს გარშემო არსებულ სივრცესა და ადამიანებს პიროვნული თუ სოციალური განვითარებისთვის. მასწავლა, რომ ყოველთვის შეიძლება ცხოვრების რაკურსის შეცვლა თუკი მასში ჩვენთვის მისაღებ მომავალს ვხედავთ."


 თამუნა სკოლის დამთავრების შემდეგაც ეხმარება სკოლას, ის ჩართულია პროფესიული ორიენტაციის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს ეხმარება უკეთ გაერკვნენ სხვადასხვა სპეციალობებში და დასახონ სამომავლო მიზნები. ვამაყობთ, რომ გვყავს თამუნას მსგავსი კურსდამთავრებულები, რომელთაც წვლილი შეაქვთ ჩვენი სკოლისა და ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში.

Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page