წარმატებული კურსდამთავრებულები
- ნათია ტლაშაძე

- Jun 12, 2024
- 1 min read
Updated: Oct 4, 2024
გაგაცნობთ ეისი სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს.

ლუკა ზედაშიძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეისელია, რომელმაც სკოლა 2018 წელს დაამთავრა. ლუკა მაგისტრის სტატუსს NYU Prague-დან ფლობს, მარკეტინგის მიმართულებით. სკოლის დამთავრების შემდეგ, იყო 'კინგსი საქართველოს' მარკეტინგის დეპარტამენტისა და კრეატიული სააგენტო Windfor's-ის სოციალური მედიის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, უმუშავია USAID-ის, USDA-ისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, უფროს პოზიციებზე.
ახლახანს, ლუკამ 'დასავლური კომუნიკაციების ინსტიტუტი, საქართველო' დააფუძნა და მისი თავმჯდომარის პოზიციას იკავებს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს რეგიონებში ცდილობს ებრძოლოს რუსულ პროპაგანდას, გააძლიეროს ახალგაზრდები, მარტოხელა დედები და ეთნიკური უმცირესობები.
ლუკას სიტყვებით "ეისიმ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში, მასწავლა კრიტიკული აზროვნება და ყოველთვის მეხმარებოდა, რომ კარიერა შემეთავსებინა სწავლასთან."
ლუკა აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში ის ყოველ წელს სტუმრობს სკოლას და მოსწავლეებს აძლევს რჩევებს სამოამვლო კარიერასთან დაკავშირებით. ის ასევე არის კურსდამთავრებულთა კლუბის თავმჯდომარე და ორგანიზებას უკეთებს კლუბის შეკრებებს. ვამაყობთ, რომ გვყავს ლუკას მსგავსი კურსდამთავრებულები, რომელთაც წვლილი შეაქვთ ჩვენი სკოლისა და ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში.
See less




Comments