top of page
Latest News
Search


სკოლა ეისის ახალი შენობის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპი - საძირკვლის ჩასხმა
სკოლა ეისის განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო და ახალი საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას საძირკვლის ჩასხმით ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. ახალი შენობა იქმნება როგორც თანამედროვე, ფუნქციური და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული გარემო, სადაც სასწავლო პროცესი მხოლოდ საკლასო ოთახებით არ შემოიფარგლება. სივრცის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა კომფორტს, უსაფრთხოებას, ხელმისაწვდომობასა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებისთვის საჭირო შესაძლებ
Feb 181 min read


სკოლა ეისის ახალი კამპუსის მშენებლობა დაიწყო
სკოლა ეისის ახალი კამპუსის მშენებლობა დაიწყო. ყოველი დიდი ცვლილება მნიშვნელოვანი ნაბიჯით იწყება. ჩვენთვის ეს ნაბიჯი ახალი საგანმანათლებლო სივრცის შექმნაა, რომელიც მომავალში სკოლა ეისის მოსწავლეებს სწავლის, განვითარების და ახალი შესაძლებლობების კიდევ უფრო მრავალფეროვან გარემოს შესთავაზებს. ახალი კამპუსი იქცევა სივრცედ, სადაც მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის მიღებას, საკუთარი ინტერესების განვითარებას, ახალი გამოცდილებების მიღებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას. ეს სკოლა ეისის გა
Oct 14, 20251 min read


ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს!
15 სექტემბერს სკოლა ეისში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველი სასწავლო დღე ყოველთვის განსაკუთრებულია. ეს არის მონატრებული მეგობრებისა და მასწავლებლების შეხვედრის, ახალი მოსწავლეების გაცნობის, ახალი მიზნებისა და მოლოდინების დღე. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ საინტერესო, წარმატებულ და ახალი გამოცდილებებით სავსე წელს.
Sep 15, 20251 min read


იდეატორთა და მკითხველთა კლუბების პირველი შეხვედრა
სკოლა ეისი მონაწილეობდა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში და მოიპოვა დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც სკოლაში ჩამოყალიბდა იდეატორთა და მკითხველთა კლუბები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. პროექტის მიზანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა განივითარონ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარები იდეატორთა კლუბებსა და მკითხველთა კლუბებში მონაწილეობით. პროგრამა ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც
Jan 20, 20251 min read


ეისელები საქართველო-საფრანგეთის რაგბის მატჩზე
საქართველოს რაგბის ეროვნული ფედერაციის შეთავაზებით, სკოლა ეისის მოსწავლეები ლოკომოტივის სტადიონზე საქართველოსა და საფრანგეთის მორაგბეთა მატჩს დაესწრნენ. მსგავსი აქტივობები სასკოლო ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, საკლასო გარემოს მიღმაც მიიღონ საერთო გამოცდილებები, რომლებიც გუნდურობის, მხარდაჭერისა და სპორტული კულტურის მნიშვნელობას უკეთ აგრძნობინებს. ვგულშემატკივრობთ ქართველ მორაგბეებს და ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს წარმატებას მომავალ შეხვ
Jan 11, 20251 min read


ეისელები ბორჯღალოსნების თამაშზე
24 ნოემბერს სკოლა ეისის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული სამშვიდობო-სპორტული სარაგბო პროექტის ფარგლებში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს ესტუმრნენ და საქართველოსა და ტონგას ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრნენ. ეისელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სტადიონიდან ეგულშემატკივრათ ბორჯღალოსნებისთვის და ათასობით გულშემატკივართან ერთად გაეზიარებინათ საერთაშორისო მატჩის განსაკუთრებული ატმოსფერო. მსგავს სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უფრო ახლ
Nov 24, 20241 min read


Spelling Bee კონკურსი სკოლა ეისში
2024 წლის 31 ოქტომბერს სკოლა ეისმა პირველად უმასპინძლა Spelling Bee-ის ინგლისურენოვან კონკურსს, რომელშიც ქალაქის სხვადასხვა სკოლიდან 29 მოსწავლე მონაწილეობდა. Spelling Bee მონაწილეებისგან მოითხოვს მოსმენილი ინგლისური სიტყვის სწორად, ასო-ასო წარმოთქმას. კონკურსი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, შეამოწმონ ლექსიკური ცოდნა, გამოთქმა, ყურადღება და სწრაფად აზროვნების უნარი, ამასთანავე საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებულ და მეგობრულ კონკურენტულ გარემოში გამოსცადონ. მონაწილეები სამ
Nov 2, 20241 min read


სამუშაო შეხვედრა უფროსკლასელთათვის
2024 წლის 10 ივნისს, ჩვენი სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა და სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოციალური მეწარმეობის თემაზე მიეღოთ, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში. სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მ
Jun 13, 20241 min read


2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვება – ახალი ნაბიჯები დიდი მომავლისკენ
2024 წლის ბოლო ზარი სკოლა ეისისთვის მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღე იყო, სკოლამ იზეიმა მე-9, კიდევ ერთი საუკეთესო გამოშვება. ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც წლების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდნენ, ახლა მზად არიან, ახალი ეტაპი დაიწყონ თავიანთ ცხოვრებაში. კურსდამთავრებულებმა მრავალჯერ დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები და უნარები არაერთ სასწავლო და სოციალური პროექტში ჩართულობით. მათი მიღწევები მოიცავს არა მხოლოდ აკადემიურ წარმატებებს, არამედ კულტურულ, სპორტულ და საზოგადოებრივ
May 23, 20241 min read


საქველმოქმედო აქცია ხურვალეთში ,,სახლი საზღვრების გარეშე"
სკოლა ეისის მოსწავლეები საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში კონფლიქტისპირა სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ და მოხუცებულთა თავშესაფარს „სახლი საზღვრების გარეშე“ საჭირო დახმარება გადასცეს. ვიზიტი განხორციელდა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეების, მშობლის - პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ არინა თავაქარაშვილის ინიციატივით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არა მხოლოდ საქველმოქმედო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ უშუალოდ გა
Apr 14, 20241 min read


სოციალური სტაჟირების პროგრამა ეისში
2024 წლის 4-22 მარტს სკოლა ეისმა გერმანიიდან ჩამოსულ მე-11 კლასელ მოსწავლეს, დომინიკ ქინდერმანს, სოციალური სტაჟირების ფარგლებში უმასპინძლა. დომინიკი გერმანიის ქალაქ ბილეფელდში მდებარე რუდოლფ შტაინერის სკოლაში სწავლობს, სადაც სოციალური სტაჟირება სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილია. გერმანული ენის მასწავლებლის, ანნა შატაკიშვილის შუამდგომლობითა და სკოლის ადმინისტრაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე მან სტაჟირების გავლა საქართველოში, გორში, დედის მშობლიურ ქალაქში გადაწყვიტა.
Mar 22, 20241 min read


შეხვედრა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებთან
2024 წლის 21 თებერვალს სკოლა ეისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები ესტუმრნენ და ჩაატარეს შეხვედრა მოსწავლეებთან თემაზე: მედიაში დისკრიმინაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა. შეხვედრა ქარტიის პროექტის ხელმძღვანელის, ნინი მუმლაძის, ინიციატივით ჩატარდა. მოსწავლეებს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ლიკა ჩახუნაშვილი და ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა არევაძე შეხვდნენ. სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმიანობა და ი
Feb 21, 20241 min read


ბოლო ზარი - Class of 2023 🎓
ბოლო ზარი სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღეა. 2023 წელს სკოლა ეისმა კიდევ ერთი თაობა გააცილა და 7 კურსდამთავრებულისთვის მრავალწლიანი სასკოლო პერიოდი დასრულდა. ამ დღის მიღმა თითოეული მოსწავლის საკუთარი ისტორია, მიღწევები და სამომავლო გეგმებია. 2023 წლის კურსდამთავრებულებიდან 3 მოსწავლე ოქროს მედლის კანდიდატია, 6 მათგანი ივლისში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, ხოლო თორნიკე მერებაშვილმა უკვე მიიღო დასტური და გერმანიაში განაგრძობს სწავლას. სკოლის დასრულება
May 20, 20231 min read


სკოლა ეისის მინი კომპანია „არტვუდი“ სამეწარმეო განათლების ფესტივალზე 2023
სკოლა ეისში მეწარმეობის საფუძვლები სკოლის გახსნის დღიდან, 2015 წლიდან ისწავლება. ყოველწლიურად მოსწავლეები მეწარმეობის მასწავლებელ ნინო ლომიძესთან ერთად ქმნიან საკუთარ მინი კომპანიებს, მუშაობენ ბიზნესიდეაზე, პროდუქტზე და მის წარდგენაზე. წლების განმავლობაში ეისელების მიერ შექმნილი მინი კომპანიები არაერთხელ მოხვდნენ სამეწარმეო განათლების ფესტივალისთვის შერჩეულ მონაწილეებს შორის. 2023 წელს სკოლა ეისი ფესტივალზე მინი კომპანია „არტვუდმა“ წარადგინა. „არტვუდის“ იდეა ორიგინალური ქართუ
Apr 2, 20231 min read


„ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ სკოლა ეისში
სამოქალაქო განათლება სკოლა ეისში მხოლოდ თეორიული საკითხების განხილვით არ შემოიფარგლება. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაძლებლობა, რეალურ საზოგადოებრივ საკითხებზე იმსჯელონ, მოისმინონ განსხვავებული მოსაზრებები და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება შეძლონ. სამოქალაქო განათლების მასწავლებელ არინა თავაქარაშვილის ინიციატივით სკოლა ეისს ზაზა ბიბილაშვილი და იულონ გაგოშიძე ესტუმრნენ. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს სიდნი ლუმეტის ცნობილი ფილმი „12 განრისხებული მამა
Dec 12, 20221 min read


"გორის დღე" ეისელებმაც აღნიშნეს
2022 წელს სკოლა ეისი ქალაქის ტრადიციულ დღესასწაულს, „გორის დღეს“, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად შეუერთდა. დღესასწაულზე სკოლა ეისს საკუთარი სივრცე ჰქონდა, სადაც წარმოდგენილი იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ შექმნილი ნამუშევრები, ნახატები და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი. ეისელები მხოლოდ საგამოფენო სივრცით არ შემოფარგლულან. ჩვენი მოსწავლეები დღის კულტურულ პროგრამაშიც ჩაერთნენ, ნაწილი მუსიკალური ნომრებით წარდგა, ნაწილი კი ცეკვის ნომერში მონაწილეობდა. „გორის დღე“ მო
Oct 23, 20221 min read


სასწავლო წლის დასაწყისი ეისში🎊
2022-2023 სასწავლო წელი სკოლა ეისში ახალი შეხვედრებით, ემოციებითა და მოლოდინებით დაიწყო. სკოლა კვლავ გაივსო მოსწავლეებით, მეგობრების შეხვედრის სიხარულითა და იმ განსაკუთრებული განწყობით, რომელიც ახალი სასწავლო წლის პირველ დღეებს ახლავს. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ საინტერესო, წარმატებულ და ახალი გამოცდილებებით სავსე წელს.
Sep 16, 20221 min read


ფიზიკა პრაქტიკაში: ეისელების მიერ შექმნილი მოდელები
ფიზიკის სწავლა განსაკუთრებით საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლე მხოლოდ ფორმულებსა და თეორიებს კი არ ეცნობა, არამედ საკუთარი ხელით ქმნის და აკვირდება, როგორ მუშაობს ესა თუ ის მექანიზმი. 2022 წელს სკოლა ეისის VII-VIII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის მასწავლებელთან ერთად შექმნეს სხვადასხვა ტიპის მოდელები, რომლებშიც გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენეს. მოსწავლეების ნამუშევრებს შორის იყო ფარდის მექანიზმი, რომელშიც თოკებისა და მოძრავი ელემენტების საშუალებით გახსნა
Jun 9, 20221 min read


ეისელები ბავშვთა უფლებების ცენტრის ტრენინგებზე
სკოლა ეისის IX-XI კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებლის არინა თავაქარაშვილის ხელმძღვანელობით ესწრებიან ტრენინგებს ბავშვის უფლებათა ცენტრში. ტრენინგების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, მსჯელობენ მათ მნიშვნელობაზე და სწავლობენ, როგორ უკავშირდება უფლებების დაცვა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს. ბავშვის უფლებათა ცენტრი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 27 აპრილს გაიხსნა. ცენტრის გახსნას
Jun 8, 20221 min read


ფინანსური წიგნიერება: ინოვაციების ბანაკი 2022
2022 წლის 4 ივნისს სკოლა ეისის მოსწავლეები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ფინანსური წიგნიერების ინოვაციების ბანაკში ჩაერთვნენ. ღონისძიება „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ მიერ, USAID-ის პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით ჩატარდა. ინოვაციების ბანაკი 12-საათიანი ინტენსიური სამუშაო ფორმატია, სადაც 15-დან 18 წლამდე ახალგაზრდები კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო ერთიანდებიან. მონა
Jun 4, 20221 min read
bottom of page