top of page

წარმატებული კურსდამთავრებულები

  • Oct 8, 2024
  • 1 min read

გაგაცნობთ სკოლა ეისის წარმატებულ კურსდამთავრებულებს.


თამუნა მერებაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეისელია, რომელმაც საქართველოში განათლება ფინანსების მიმართულებით მიიღო. გავლილი აქვს მრავალი პრესტიჟული კურსი, მათ შორის, IFRS for SMEs-ში, BDO Academy-ში და ACCA-ის ადაპტირებული ქართული პროგრამის მეორე დონე.


თამუნა ამჟამად სწავლობს University of Glasgow-ში, სადაც იღებს MSc International Financial Analysis ხარისხს.


თამუნას სიტყვებით - “ეისიმ მომცა არა მხოლოდ ხარისხიანი განათლება, არამედ მოტივაცია, თავდაჯერებულობა და ფასეულობები, რომლებიც ცხოვრების გზაზე დამეხმარება. სწორედ აქ გავაცნობიერე, რომ სწავლა მხოლოდ წიგნებიდან მიღებული ცოდნა არ არის, არამედ ინტელექტის, შემოქმედების და მეგობრული ატმოსფეროს ერთობლიობა. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მუდამ გამყვება, ხოლო მომავალი თაობისთვის ეს სკოლა ნამდვილად საუკეთესო არჩევანია – გარემო, რომელიც განავითარებს მათ უნარებსა და შესაძლებლობებს.”


ვამაყობთ, რომ გვყავს თამუნას მსგავსი კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ საერთაშორისო არენაზე.

 
 
 

Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page