top of page

ეისელი მოაზროვნეების წარმატება „ტვინების ბრძოლაში“

  • May 19, 2024
  • 1 min read

Updated: Aug 25

სკოლა ეისის მოსწავლეები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ყოველწლიურად მონაწილეობენ ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“. ინტელექტუალური თამაში მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, განსხვავებული ტიპის შეკითხვებზე გუნდურად იმუშაონ, სწრაფად გააანალიზონ ინფორმაცია, ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.


ეისელებს ამ კონკურსში წარმატების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და 2019 წელს სკოლა ეისის U12 გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა.


წელს კი წარმატებული შედეგებით U8 ასაკობრივი გუნდები გამოირჩნენ.

საქალაქო პირველობაზე სკოლა ეისის გუნდმა „მიტოქონდრია“ პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო მეორე გუნდი, „Goris Lions“, გამარჯვებულ ათეულში მოხვდა და მე-7 ადგილი დაიკავა. წარმატებით განვლილი ორი ეტაპის შემდეგ გუნდებს წინ რეგიონული ტური ელოდებათ.


ვულოცავთ ჩვენს მოაზროვნეებს მიღწეულ შედეგებს და წარმატებას ვუსურვებთ კონკურსის შემდეგ ეტაპზე.



Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page