ეისელები ბორჯღალოსნების თამაშზე
- Nov 24, 2024
- 1 min read
Updated: Aug 17
24 ნოემბერს სკოლა ეისის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული სამშვიდობო-სპორტული სარაგბო პროექტის ფარგლებში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს ესტუმრნენ და საქართველოსა და ტონგას ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
ეისელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სტადიონიდან ეგულშემატკივრათ ბორჯღალოსნებისთვის და ათასობით გულშემატკივართან ერთად გაეზიარებინათ საერთაშორისო მატჩის განსაკუთრებული ატმოსფერო.
მსგავს სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს გაიცნონ ქართული სპორტის კულტურა, ერთად განიცადონ თამაშის ემოციები და საკუთარი მხარდაჭერა გამოხატონ ეროვნული ნაკრების მიმართ.



Comments