top of page
Latest News
Search


პირველკლასელების წარმატება მათემატიკის ოლიმპიადაზე
სკოლა ეისის პირველკლასელები კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის მოხვდნენ. პირველი სასწავლო წელი ბავშვებისთვის ახალი გარემოს, ახალი უნარებისა და სწავლის განსხვავებული გამოცდილების დასაწყისია. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ამ ეტაპზევე მოსწავლეები ინტერესით ერთვებიან დამატებით აკადემიურ აქტივობებში და საკუთარი ცოდნის გამოცდას სკოლის ფარგლებს გარეთაც ცდილობენ. კინგსის მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობამ პირველკლასელებს შესაძლებლობა მისცა, მათემატიკური ცოდნა
May 111 min read


პატარა ეისელები UCMAS-ის მსოფლიო ჩემპიონატისა და IGE სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიალზე
1 თებერვალს სასტუმრო გორი ინნ • Gori Inn-მა UCMAS-ის მოსწავლეების მსოფლიო ჩემპიონატისა და IGE სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. ცერემონიალს ესწრებოდნენ UCMAS-ის ეროვნული ფრენჩაიზის მფლობელი, ქალბატონი Sahar Harb, გორის საკრებულოს, მერიისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, ასევე სკოლის დირექტორები და პედაგოგები. UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსსა და მსოფლიო თასი საქართველო 2025-ს 6-7 დეკემბერს საქართველომ უმასპინძლა. აღნიშნულმა ღონისძიებამ გააერთიანა 1,500-მდე მო
Jan 311 min read


პირველი ადგილი სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე
სკოლა ეისის მე-10 კლასის მოსწავლემ მათე ნასყიდაშვილმა 2025 წლის სასწავლო-კვლევითი კონფერენციის გეოგრაფიის სექციაში პირველი ადგილი მოიპოვა. მათემ კონფერენციაზე წარადგინა ნაშრომი „გონივრული განვითარება“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის როლს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში ეხებოდა. საკვლევი თემა თანამედროვე სამყაროს ორი მნიშვნელოვანი მიმართულების, ტექნოლოგიური განვითარების და მდგრადობის, ურთიერთკავშირს აერთიანებდა და მოსწავლეს შესაძლებლობა მისცა, საკითხისთვის არა მხოლოდ გ
May 3, 20251 min read


ეისი რიცხვებში
წარმოგიდგენთ ეისის რიცხვებში: 2015 წელს, როცა სკოლა ეისი გაიხსნა, მხოლოდ 28 მოსწავლე და 36 მასწავლებელი გვყავდა. 2016 წლიდან კი, ჩვენი სკოლა სრულად შევსებულია და თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო წარმატება: 50-ზე მეტი ეისელი სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ეს მიღწევა ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დიდი შრომის შედეგია. გაცვლითი პროგრამები: 40-ზე მეტმა ეისელმა მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამებში
Jun 21, 20241 min read


ეისელი მოაზროვნეების წარმატება „ტვინების ბრძოლაში“
სკოლა ეისის მოსწავლეები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ყოველწლიურად მონაწილეობენ ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“. ინტელექტუალური თამაში მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, განსხვავებული ტიპის შეკითხვებზე გუნდურად იმუშაონ, სწრაფად გააანალიზონ ინფორმაცია, ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ეისელებს ამ კონკურსში წარმატების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და 2019 წელს სკოლა ეისის U12 გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. წელს კი წარმატებული შე
May 19, 20241 min read


„განთიადის“ გუნდური ოლიმპიადა 2023: პირველი და მესამე ადგილი ეისელებს
სკოლა ეისის მე-3 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა „განთიადის“ გუნდურ ოლიმპიადაზე პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს. გუნდური ოლიმპიადა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ცოდნა და აზროვნების უნარები გუნდურ ფორმატში გამოსცადონ, ერთად იმუშაონ დავალებებზე და საერთო შედეგისთვის პასუხისმგებლობა გაინაწილონ. სკოლა ეისს ოლიმპიადაზე წარმოადგენდნენ: მე-3 კლასი:დანიელ ჭონიშვილი, ლილე სააკაშვილი, გიორგი სადაღაშვილი, მარიამ მერებაშვილი, ავთანდილ გეგენავა. მე-6 კლასი:ირაკლი ქარუმიძე, სა
Dec 29, 20231 min read


სკოლა ეისის მინი კომპანია „არტვუდი“ სამეწარმეო განათლების ფესტივალზე 2023
სკოლა ეისში მეწარმეობის საფუძვლები სკოლის გახსნის დღიდან, 2015 წლიდან ისწავლება. ყოველწლიურად მოსწავლეები მეწარმეობის მასწავლებელ ნინო ლომიძესთან ერთად ქმნიან საკუთარ მინი კომპანიებს, მუშაობენ ბიზნესიდეაზე, პროდუქტზე და მის წარდგენაზე. წლების განმავლობაში ეისელების მიერ შექმნილი მინი კომპანიები არაერთხელ მოხვდნენ სამეწარმეო განათლების ფესტივალისთვის შერჩეულ მონაწილეებს შორის. 2023 წელს სკოლა ეისი ფესტივალზე მინი კომპანია „არტვუდმა“ წარადგინა. „არტვუდის“ იდეა ორიგინალური ქართუ
Apr 2, 20231 min read


სკოლა ეისის კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცა
2023 წლის 11 თებერვალს სკოლა ეისის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ. ოქროს მედალი მოსწავლის მრავალწლიანი აკადემიური შრომისა და მაღალი შედეგების მნიშვნელოვანი აღიარებაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც სკოლის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევები აღვნიშნოთ. სკოლა ეისის ოქროს მედალოსნები არიან: ლიკა კალიორასი ვერიკო მჭედლიშვილი ნინო ტერაშვილი ანა ფუტკარაძე ნია ქარელი ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრ
Feb 11, 20231 min read


ქართული ენის დღე: ეისელების მეორე ადგილი საქალაქო კონკურსში
„ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა - მუხრან მაჭავარიანი 14 აპრილი ქართული ენის დღეა, თარიღი, რომელიც ქართული ენის დაცვისა და მისი მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებას უკავშირდება. ქართული ენის დღის აღსანიშნავად გორის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ასფალტზე ხატვის საქალაქო კონკურსი გაიმართა, რომელშიც სკოლა ეისის მეცხრე კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ეისელებმა კონკურსზე მეორე ადგილი მოიპოვეს. სკოლას წარმოადგენდნენ: მარიამ ბითაძე მარიამ მანძულაშვილი ეკა ტ
Apr 14, 20221 min read


სკოლა ეისის მინი კომპანია AllSafe 2022 წლის რჩეულ კომპანიებს შორის
სკოლა ეისის მოსწავლეების მიერ შექმნილი მინი კომპანია AllSafe 2022 წლის სამეწარმეო განათლების ფესტივალისთვის შერჩეულ 30 მოსწავლეთა კომპანიას შორის მოხვდა. ფესტივალი 26 მარტს, თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან მოსწავლეთა კომპანიები მონაწილეობდნენ. ღონისძიება „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ მიერ, USAID-ის პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, თიბისი ბანკთან თანამშრომლობით ჩატარდა. AllSafe სკოლ
Apr 8, 20221 min read


სკოლა ეისის კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
სკოლა ეისის 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლების კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. მედალი მოსწავლის მრავალწლიანი აკადემიური შრომისა და მაღალი შედეგების მნიშვნელოვანი აღიარებაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც სკოლის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევები გავიხსენოთ და აღვნიშნოთ. სკოლა ეისის მედალოსნები არიან: ანა დოთიაშვილი ასმათ ფაილევანიანი ქეთევან ჭეჭელაშვილი დავით მერებაშვილი ქეთევან შერმადინი მარ
Nov 10, 20211 min read


სკოლა ეისის გუნდი FinEdu-ს კონკურსის გამარჯვებულია
სკოლა ეისის მოსწავლეთა გუნდმა Guardians of Saving GOS FinEdu-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე!“ გაიმარჯვა. კონკურსი მსოფლიო დაზოგვის დღის ფარგლებში გაიმართა და მასში 75 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში გადასასვლელად მონაწილეებს უნდა შეექმნათ ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდებში დაზოგვასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოავლენდა და მათი გადაჭრის გზებს შესთავაზებდა. სკოლა ეისის გუნდმა იდეებზე მენტორ ნინო ლომიძესთან ერთად იმუშავა, ხოლო გუნდის წევრები არიან: ჯაბა შატ
Oct 31, 20211 min read


სკოლა ეისის მე-12 კლასის გუნდი ტვინების ბრძოლის ჩემპიონია
სკოლა ეისის მოსწავლეების მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა“ მნიშვნელოვანი წარმატებით დასრულდა. XII კლასის გუნდმა რეგიონულ ეტაპზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო უმცროსი ასაკობრივი ჯგუფების მონაწილეები სხვადასხვა სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ. „ტვინების ბრძოლა“ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა თემაზე დაგროვილი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი გუნდურ ფორმატში გამოსცადონ. ასეთი კონკურსები განსაკუთრებით კარგად აჩვენებს, რამ
Nov 10, 20191 min read


2017-2018 წლის კურსდამთავრებულთა ოქროს მედლების გადაცემის ცერემონია
ვულოცავთ ლუკა ზედაშიძეს, გიორგი მშვიდობაძესა და თინათინ ჩიხრაძეს წარმატების მედლით დადასტურებას!
Apr 30, 20191 min read


სკოლა ეისის გუნდი „სეროტონინი“ „მეცნიერების თასი 2019“-ის ფინალში
სკოლა ეისის XI-XII კლასელთა გუნდი „სეროტონინი“ ელექტრონული ტურნირის „მეცნიერების თასი 2019“ ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ტურნირში თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების დაახლოებით 70 გუნდი მონაწილეობდა. რამდენიმე შესარჩევი ეტაპის შემდეგ ფინალში მხოლოდ 11 გუნდი გადავიდა, მათ შორის სკოლა ეისის გუნდი „სეროტონინი“. „მეცნიერების თასი“ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ორიენტირებული კონკურსი იყო. მონაწილეებს ცოდნისა და აზროვნების გამოცდა სხვადასხვა
Mar 30, 20191 min read


გიორგი რაჯაბაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის წარჩინებული აბიტურიენტი
სკოლა ეისის კურსდამთავრებული გიორგი რაჯაბაშვილი აგრარული უნივერსიტეტის წარჩინებულ აბიტურიენტებს შორის მოხვდა. მისი წარმატების აღსანიშნავად სკოლა ეისს აგრარული უნივერსიტეტისგან მადლობის სიგელი გადაეცა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც კურსდამთავრებულების წარმატება არა მხოლოდ მათ პირად მიღწევად, არამედ სკოლისა და მასწავლებლების მიერ გაწეული სამუშაოს აღიარებადაც იქცევა. ვულოცავთ გიორგის ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ მიღწევას სტუდენტური ცხოვრების ახალ ეტაპზ
Nov 28, 20181 min read


ასმათ ფაილევანიანი ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კონკურსის გამარჯვებულია
სკოლა ეისის მე-11 კლასის მოსწავლე ასმათ ფაილევანიანი 2018 წელს ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ასმათმა კონკურსისთვის მოამზადა ნამუშევარი თემაზე „გენდერული თანასწორობა და კულტურული ურთიერთობები“, რომელშიც ინგლისური ენის ცოდნა საზოგადოებრივ და კულტურულ საკითხებზე მსჯელობას დაუკავშირა. კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, უცხო ენა არა მხოლოდ სასწავლო საგნად, არამედ საკუთარი აზრის გამოხატვის, არგუმენტირებული მსჯელობისა და საერთაშორი
May 7, 20181 min read


გაეროს მოდელირების პროექტი
2018 წლის 5-6 მაისს გორში პირველად გაიმართა გაეროს მოდელირება. პროექტი დაფინანსებული იყო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტ PITA-ს მიერ, რომელიც USAID-ის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. პროექტის შესარჩევ ტურში მონაწილეობა 200-ზე მეტმა აპლიკანტმა (14-27 წლამდე) მიიღო, მათგან კი 30 საუკეთესო შეირჩა, რომელთაც გაეროს ოფიციალურ მოდელირებაზე დელეგატის სტატუსი მიენიჭათ, მათ შორის გახლდათ ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე, მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ზ
May 6, 20181 min read


სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2018
25 მარტს Tbilisi Mall-ში გაიმართა სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2018, რომელიც „ჯუნიორ ეჩივმენტ ჯორჯიას“ ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობდა სკოლა ეისის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილი მინი კომპანია String Art, რომელიც საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 21 მოსწავლეთა კომპანიას შორის მოხვდა. მინი კომპანიაზე მუშაობდნენ: გიორგი ჯაფარიძე ლევან ნადირაძე ლიკა კალიორასი ანა ფუტკარაძე საბა გოგატიშვილი თამარ ცაციაშვილი ლიზი კაკაშვილი ნინო ტერაშვილი გუნდის მენტორი იყო მეწარ
Mar 25, 20181 min read


ინოვაციების ბანაკი, 2017
2017 წლის 3 დეკემბერს ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" (Junior Achievement Georgia) მიერ ორგანიზებულ ,,ინოვაციების ბანაკში" გაიმარჯვა გუნდმა ,,Best Advisers", რომლის ლიდერიც გახლდათ ,,სკოლა ეისის" მოსწავლე ლუკა ზედაშიძე, ხოლო ერთერთი წევრი ასმათ ფაილევანიანი. ინოვაციების ბანაკი არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები თავს იყრიან კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის (ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება) გარშემო, რომლის სესახებაც უნდა წარმოა
Dec 3, 20171 min read
bottom of page