პატარა ეისელები UCMAS-ის მსოფლიო ჩემპიონატისა და IGE სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიალზე
- Jan 31
- 1 min read
Updated: Aug 17
1 თებერვალს სასტუმრო გორი ინნ • Gori Inn-მა UCMAS-ის მოსწავლეების მსოფლიო ჩემპიონატისა და IGE სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. ცერემონიალს ესწრებოდნენ UCMAS-ის ეროვნული ფრენჩაიზის მფლობელი, ქალბატონი Sahar Harb, გორის საკრებულოს, მერიისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, ასევე სკოლის დირექტორები და პედაგოგები.
UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსსა და მსოფლიო თასი საქართველო 2025-ს 6-7 დეკემბერს საქართველომ უმასპინძლა. აღნიშნულმა ღონისძიებამ გააერთიანა 1,500-მდე მოსწავლე 84-ზე მეტი ქვეყნიდან და 4,000-ზე მეტი სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რის შედეგადაც იგი კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო მოვლენად იქცა.
გორის ფილიალის წარმატებულ მოსწავლეთა სიაში აღმოჩნდნენ ჩვენი მოსწავლეები: მე-4 კლასელი თომა ჭეჭელაშვილი, მე-5 კლასელი გიორგი სადაღაშვილი და მე-7 კლასელი ანასტასია სადაღაშვილი, რომლებიც თასითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
მათი წარმატება ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა!



Comments