სკოლა ეისის ახალი შენობის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპი - საძირკვლის ჩასხმა
- Feb 18
- 1 min read
Updated: Aug 17
სკოლა ეისის განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო და ახალი საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას საძირკვლის ჩასხმით ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი.
ახალი შენობა იქმნება როგორც თანამედროვე, ფუნქციური და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული გარემო, სადაც სასწავლო პროცესი მხოლოდ საკლასო ოთახებით არ შემოიფარგლება. სივრცის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა კომფორტს, უსაფრთხოებას, ხელმისაწვდომობასა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებისთვის საჭირო შესაძლებლობებს.
ახალი საგანმანათლებლო სივრცე სკოლა ეისის განვითარების გრძელვადიანი ხედვის ნაწილია - შევქმნათ გარემო, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, ისწავლონ, განვითარდნენ და თავისუფლად იაზროვნონ. საძირკვლის ჩასხმა მშენებლობის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია და ამავდროულად იმ ახალი სივრცის დასაწყისი, რომელშიც მომავალში ეისელების არაერთი სასკოლო ისტორია შეიქმნება.


Comments