top of page

ეისელი კურსდამთავრებულები ბელგიაში

  • May 30, 2025
  • 1 min read

Updated: Aug 17

სკოლა ეისში კურსდამთავრებულებისთვის სასკოლო წლების დასრულებას კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოცდილება ახლავს თან. ბოლო ზარის შემდეგ ისინი კლასელებთან ერთად ახალ ქვეყანას სტუმრობენ, ეცნობიან განსხვავებულ კულტურულ გარემოს და სკოლის დასრულებას საერთო მოგზაურობით აღნიშნავენ.


2025 წლის კურსდამთავრებულების მიმართულება ბელგია იყო. ეისელები ბრიუსელს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ქალაქის მნიშვნელოვანი ადგილები და გაეცნენ ბელგიის დედაქალაქის არქიტექტურას, ისტორიასა და კულტურულ გარემოს.


მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი ევროპარლამენტში. მოსწავლეები დაესწრნენ საინფორმაციო შეხვედრას, სადაც გაეცნენ ევროპარლამენტის საქმიანობას, მის როლს, მუშაობის პრინციპებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და უშუალოდ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.


ვიზიტი განსაკუთრებით საინტერესო იყო იმითაც, რომ მოსწავლეებმა ევროპული ინსტიტუტის მუშაობა არა მხოლოდ თეორიულად გაიცნეს, არამედ იმ სივრცეში მოისმინეს ინფორმაცია, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს ევროპულ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება.


კურსდამთავრებულთა მოგზაურობები მხოლოდ ახალი ქალაქების მონახულებას არ გულისხმობს. სხვადასხვა ლოკაციისა და ინსტიტუტის გაცნობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მანამდე მიღებული ცოდნა რეალურ გარემოს დაუკავშირონ, უკეთ გაიგონ განსხვავებული ქვეყნების საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრება და ახალი გამოცდილება უშუალო დაკვირვებით მიიღონ.


ბრიუსელში მოგზაურობა 2025 წლის კურსდამთავრებულებისთვის სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი ბოლო საერთო თავგადასავალი გახდა, რომელიც ახალი ქალაქის აღმოჩენასთან ერთად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გამოცდილებითაც გამოირჩეოდა.




Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page