ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს!
- Sep 15, 2025
- 1 min read
Updated: Aug 17
15 სექტემბერს სკოლა ეისში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
პირველი სასწავლო დღე ყოველთვის განსაკუთრებულია. ეს არის მონატრებული მეგობრებისა და მასწავლებლების შეხვედრის, ახალი მოსწავლეების გაცნობის, ახალი მიზნებისა და მოლოდინების დღე.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ საინტერესო, წარმატებულ და ახალი გამოცდილებებით სავსე წელს.



Comments