top of page

ეისელების წარმატება 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე

  • Aug 4
  • 1 min read

Updated: Aug 17

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სკოლა ეისის კურსდამთავრებულებმა არაერთ საგანში მაღალი შედეგები აჩვენეს.


განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ ქავთარაძის მაქსიმალური შედეგი ინგლისურ ენაში 70 ქულა 70-დან. ჩვენი კურსდამთავრებულების საუკეთესო შედეგებს შორისაა ასევე:

  • ფიზიკა - 59/63

  • ქართული ენა და ლიტერატურა - 52/60

  • მათემატიკა - 44/51


ეროვნული გამოცდებზე მიღებული შედეგების უკან დგას არა მხოლოდ გამოცდისთვის მომზადების პერიოდი, არამედ წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა, შრომა, მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ სკოლის დასრულებისას შეძლოს მიღებული ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენება და შემდეგ ეტაპზე საკუთარი ინტერესებისა და მიზნების შესაბამისად განაგრძოს განვითარება.


ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგებს და მადლობას ვუხდით მასწავლებლებსა და ოჯახებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათი სასკოლო გზის განმავლობაში თან ახლდათ.


წარმატებებს ვუსურვებთ ეისელებს სტუდენტური ცხოვრების ახალ ეტაპზე!



Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page