ნინო ლომიძე - „მეწარმეობის წლის მასწავლებელი
- May 12
- 1 min read
Updated: Aug 17
სკოლა ეისის მასწავლებელმა ნინო ლომიძემ „მეწარმეობის წლის მასწავლებლის“ ტიტული მოიპოვა.
ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლისთვის, სადაც მეწარმეობის განათლება უკვე 10 წელია სასწავლო პროცესის ნაწილია. პროგრამა სკოლის ხელმძღვანელის ინიციატივით დაინერგა, რათა მოსწავლეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიეღოთ, ესწავლათ იდეის განვითარება, პრობლემის გადაჭრა, გუნდური მუშაობა, ინიციატივის გამოჩენა და საკუთარი გადაწყვეტილებების დასაბუთება.
წლების განმავლობაში მეწარმეობის მიმართულება სკოლა ეისში სხვადასხვა აქტივობისა და პროექტის საშუალებით ვითარდებოდა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვთ მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეებს საკუთარი იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნაში ეხმარებიან. ამ მრავალწლიანი მუშაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია ნინო ლომიძე, რომლის პროფესიული გამოცდილება, მოსწავლეებთან მუშაობა და მეწარმეობის განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილი „მეწარმეობის წლის მასწავლებლის“ ტიტულით აღინიშნა.
ნინოს მიღწევა სკოლა ეისისთვის არა მხოლოდ ინდივიდუალური პროფესიული წარმატება, არამედ იმ მიმართულების აღიარებაცაა, რომელსაც სკოლა უკვე ათი წელია ავითარებს.
ვულოცავთ ნინო ლომიძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საინტერესო პროექტსა და პროფესიულ მიღწევას.




Comments