top of page

საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა პოლონეთში, 2025

  • Jun 16, 2025
  • 1 min read

Updated: Aug 17

სკოლა ეისი ორგანიზაცია Successful Youth-თან თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და ახალგაზრდულ ინიციატივაში მონაწილეობს.


2025 წლის 13-20 ივნისს სკოლა ეისის მოსწავლე ანა მელაძე და კურსდამთავრებულები, გიორგი და ნატალი დალაქიშვილები, პოლონეთში, ქალაქ ბიალი დუნაეცში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში „Digital Literacy and Citizenship Youth Exchange Program“ მონაწილეობდნენ.

პროგრამის მთავარი მიმართულებები ციფრული წიგნიერება და თანამედროვე მოქალაქეობრივი კომპეტენციებია. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან ერთად იმუშაონ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, ჩაერთონ საერთო აქტივობებში და განსხვავებულ კულტურულ გარემოში განივითარონ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები.


სკოლა ეისისთვის მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებს სასკოლო სივრცის მიღმაც აძლევს ახალი გამოცდილების მიღების, საერთაშორისო გარემოში ურთიერთობისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის შესაძლებლობას.



Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page