top of page

გორელმა თამარ ქავთარაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მაქსიმალური 70-დან 70 ქულა მიიღო (ქართლის ამბები / Qartli.ge)

  • Aug 5
  • 1 min read

Updated: Aug 17

როგორც მან ,,ქართლის ამბებს" განუცხადა, სწავლას უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინგლისურენოვან პროგრამაზე გააგრძელებს.


„ინგლისურის ეროვნულ გამოცდაზე 70/70 ქულის მიღება ჩემთვის უდიდესი სიხარული და მრავალწლიანი შრომის დაფასებაა. განსაკუთრებით მიხარია, რომ ეს შედეგი იმ ცოდნისა და გამოცდილების შედეგია, რომელიც კერძო სკოლა „ეისიში“ მივიღე, სადაც მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში ვსწავლობდი და რომელმაც ცოდნის მიღების, განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საუკეთესო გარემო შემიქმნა.
მიხარია, რომ ეროვნულ გამოცდებზე სხვა საგნებშიც მაღალი შედეგები მაქვს. მიღებული ცოდნით ვაპირებ, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში შევიტანო საკუთარი წვლილი“, — ამბობს თამარ ქავთარაძე.

მისი თქმით, წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული როლი მისმა სკოლამ და მასწავლებლებმა შეასრულეს.


„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის დირექტორს, ქალბატონ მარიკა ტლაშაძეს, მუდმივი მხარდაჭერისა და მოტივაციისთვის, ასევე ჩემს ინგლისურის მასწავლებელს, ბატონ ბესო ბეჟანიშვილს, რომლის პროფესიონალიზმმა და თავდაუზოგავმა შრომამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში.
ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ, არასოდეს დაკარგონ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, რადგან შრომა ყოველთვის ფასდება“, — აღნიშნავს თამარ ქავთარაძე.


Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page