top of page

პირველი ადგილი სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე

  • May 3, 2025
  • 1 min read

Updated: Aug 17

სკოლა ეისის მე-10 კლასის მოსწავლემ მათე ნასყიდაშვილმა 2025 წლის სასწავლო-კვლევითი კონფერენციის გეოგრაფიის სექციაში პირველი ადგილი მოიპოვა.


მათემ კონფერენციაზე წარადგინა ნაშრომი „გონივრული განვითარება“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის როლს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში ეხებოდა. საკვლევი თემა თანამედროვე სამყაროს ორი მნიშვნელოვანი მიმართულების, ტექნოლოგიური განვითარების და მდგრადობის, ურთიერთკავშირს აერთიანებდა და მოსწავლეს შესაძლებლობა მისცა, საკითხისთვის არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების პერსპექტივიდანაც შეეხედა.


მათე კონფერენციისთვის გეოგრაფიის პედაგოგ ლელა ყაყიტაშვილთან ერთად ემზადებოდა. მოსწავლისა და მასწავლებლის ერთობლივი მუშაობა პირველი ადგილით შეფასდა.


ვულოცავთ მათე ნასყიდაშვილსა და ლელა ყაყიტაშვილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საინტერესო კვლევას, ახალ იდეებსა და მიღწევებს.



Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page