სტუდენტები - სკოლას - არაფორმალური განათლებისთვის
- Jun 10, 2025
- 1 min read
Updated: Aug 17
10 ივნისს გორის სკოლა AC-ს სტუმრობდნენ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები პროექტით „VitalCare“, რომლის მიზანია მოსწავლეებისათვის საბაზისო სამედიცინო ცოდნის გაზიარება და პრაქტიკული უნარების განვითარება.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა:
🔹 გაიგეს სასიცოცხლო მაჩვენებლების მნიშვნელობა – წნევა, პულსი, ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე და ჟანგბადის სატურაცია;
🔹 თავად გამოსცადეს სამედიცინო აპარატურის გამოყენება – გლუკომეტრი, პულსოქსიმეტრი და ტონომეტრი;
🔹 ისწავლეს, როგორ ამოიცნონ კრიტიკული მდგომარეობები და როდის არის აუცილებელი სასწრაფო დახმარების გამოძახება;
🔹 გაეცნენ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ძირითად ეტაპებს
🔹 პრაქტიკულად იმუშავეს პირველადი დახმარების ელემენტებზე.
მოსწავლეებმა დიდი დაინტერესებით მიიღეს მონაწილეობა შეხვედრაში და აქტიურად ჩაერთნენ ყველა პრაქტიკულ აქტივობაში.
გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად ზრდის მოზარდების ცნობიერებას და პასუხისმგებლობას საზოგადოებაში არსებულ ჯანმრთელობის გამოწვევებთან დაკავშირებით.



Comments