top of page

2026-2027 სასწავლო წლის პირველი დღე სკოლა ეისში

Sep 19
1 min read

15 სექტემბერს სკოლა ეისში 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა პირველი დღისთვის მზადება სკოლაში გაცილებით ადრე დაიწყო. მასწავლებლები რამდენიმე დღის განმავლობაში აფორმებდნენ კლასებსა და სკოლის სივრცეებს, რათა მოსწავლეებს დაბრუნებისას ჩვეულებრივი სასწავლო დღე კი არა, პატარა დღესასწაული დახვედროდათ.


ეზოში ბავშვებს მუსიკა, თამაშები და ანიმატორები ელოდებოდნენ. განსაკუთრებით პატარების ყურადღება მიიქციეს საყვარელმა პერსონაჟებმა, მათ შორის „ზოოტოპიას“ გმირებმა. ეს დღე განსკუთრებული იყო პირველკლასელებისთვის, რადგან პირველი სასწავლო დღე სრულიად ახალი სასკოლო ცხოვრების დასაწყისია.


მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა, მარინე ტლაშაძემ, მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ბოლო სასწავლო წელი, რომელსაც ეისელები ამ შენობაში იწყებენ. ახალი კამპუსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და დაგეგმილია, რომ მომავალ სექტემბერს ახალი სასწავლო წელი სკოლამ უკვე ახალ სივრცეში დაიწყოს.


ამიტომ წლევანდელ 15 სექტემბერს განსხვავებული მნიშვნელობაც ჰქონდა. კიდევ ერთი პირველი დღე ნაცნობ ეზოში, ნაცნობ კლასებსა და იმ სივრცეში, სადაც ეისელების არაერთი სასკოლო მოგონება შეიქმნა.




Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page