ეისელი კურსდამთავრებულები ავსტრია-სლოვაკეთში
- May 27
- 1 min read
Updated: Aug 17
სკოლა ეისში კურსდამთავრებულთა ევროპული მოგზაურობა უკვე ტრადიციად იქცა. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სკოლის წლები განსხვავებული გამოცდილებით დაასრულონ: აღმოაჩინონ ახალი ქალაქები, გაეცნონ ევროპული ქვეყნების ისტორიას, კულტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებას და კლასელებთან ერთად შექმნან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოგონება.
ამჯერად ჩვენი კურსდამთავრებულების მარშრუტი სლოვაკეთსა და ავსტრიას მოიცავდა. მოსწავლეებმა მოინახულეს ბრატისლავა და ვენა, გაეცნენ ქალაქების ისტორიულ ნაწილებს, არქიტექტურას, კულტურულ სივრცეებსა და მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს.
ჩვენი მოგზაურობები მხოლოდ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით არ შემოიფარგლება. სხვადასხვა ლოკაციის მონახულებას თან ახლავს მისი ისტორიისა და მნიშვნელობის გაცნობაც. მოსწავლეები წინასწარ ან მოგზაურობის პროცესში ეცნობიან საინტერესო ინფორმაციას, ხოლო მასწავლებლები მათ უზიარებენ ისტორიულ ფაქტებს, ამბებსა და დეტალებს, რომლებიც კონკრეტულ ადგილებსა და მოვლენებს უკავშირდება და ქალაქი თავად იქცევა ერთგვარ სასწავლო სივრცედ.
ასეთი მოგზაურობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი თვალით ნახონ ის ისტორიული და კულტურული გარემო, რომელსაც მანამდე წიგნებიდან, გაკვეთილებიდან თუ მედიიდან იცნობდნენ; დააკვირდნენ სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრების წესს, კულტურულ თავისებურებებსა და ურბანულ გარემოს და დამოუკიდებლად შეიგრძნონ ახალ გარემოში მოგზაურობის გამოცდილება.
კურსდამთავრებულთა მოგზაურობა ეისელებისთვის სკოლის დასრულების ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილია. რადგან ეს არის შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისწავლონ საკლასო ოთახის მიღმაც, ერთად აღმოაჩინონ ახალი ადგილები და სკოლის წლები საერთო ევროპული თავგადასავლით დაასრულონ.



Comments