top of page

ქართული ენის დღე: ეისელების მეორე ადგილი საქალაქო კონკურსში

  • Apr 14, 2022
  • 1 min read

Updated: Aug 25

„ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა - მუხრან მაჭავარიანი

14 აპრილი ქართული ენის დღეა, თარიღი, რომელიც ქართული ენის დაცვისა და მისი მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებას უკავშირდება.


ქართული ენის დღის აღსანიშნავად გორის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ასფალტზე ხატვის საქალაქო კონკურსი გაიმართა, რომელშიც სკოლა ეისის მეცხრე კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.


ეისელებმა კონკურსზე მეორე ადგილი მოიპოვეს. სკოლას წარმოადგენდნენ:

  • მარიამ ბითაძე

  • მარიამ მანძულაშვილი

  • ეკა ტატანაშვილი



მოსწავლეები კონკურსისთვის ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან ქანაშვილთან ერთად ემზადებოდნენ. შემოქმედებითი ნამუშევრის საშუალებით მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ენის მნიშვნელობა ვიზუალური ფორმით გადმოეცათ და საკუთარი ხედვა ქალაქის ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ.


ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს მეორე ადგილის მოპოვებას.


იხილეთ კონკურსისა და ქართული ენის დღის შესახებ „მოზაიკას“ მიერ მომზადებულ ვიდეო, სადაც სკოლა ეისის მოსწავლე მარიამ ბითაძე და ეკა ტატანაშვილი საუბრობენ დღის მნიშვნელობაზე.



Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page