სკოლა ეისის გუნდი „სეროტონინი“ „მეცნიერების თასი 2019“-ის ფინალში
- Mar 30, 2019
- 1 min read
Updated: Aug 25
სკოლა ეისის XI-XII კლასელთა გუნდი „სეროტონინი“ ელექტრონული ტურნირის „მეცნიერების თასი 2019“ ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
ტურნირში თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების დაახლოებით 70 გუნდი მონაწილეობდა. რამდენიმე შესარჩევი ეტაპის შემდეგ ფინალში მხოლოდ 11 გუნდი გადავიდა, მათ შორის სკოლა ეისის გუნდი „სეროტონინი“.
„მეცნიერების თასი“ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ორიენტირებული კონკურსი იყო. მონაწილეებს ცოდნისა და აზროვნების გამოცდა სხვადასხვა მიმართულებით უწევდათ, მათ შორის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ელექტრონიკაში, გეოგრაფიასა და გეოლოგიაში.
ფინალური ტური 20 აპრილს გაიმართა. ფინალისტ გუნდებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ტურნირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ინიციატივით ჩატარდა.
ვულოცავთ გუნდი „სეროტონინის“ წევრებს ფინალურ ეტაპზე გასვლას. 11 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა მნიშვნელოვანი აკადემიური მიღწევა და ძლიერი შედეგია.



Comments