სკოლა ეისის გუნდი FinEdu-ს კონკურსის გამარჯვებულია
- Oct 31, 2021
- 1 min read
Updated: Aug 25
სკოლა ეისის მოსწავლეთა გუნდმა Guardians of Saving GOS FinEdu-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე!“ გაიმარჯვა.
კონკურსი მსოფლიო დაზოგვის დღის ფარგლებში გაიმართა და მასში 75 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში გადასასვლელად მონაწილეებს უნდა შეექმნათ ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდებში დაზოგვასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოავლენდა და მათი გადაჭრის გზებს შესთავაზებდა.
სკოლა ეისის გუნდმა იდეებზე მენტორ ნინო ლომიძესთან ერთად იმუშავა, ხოლო გუნდის წევრები არიან:
ჯაბა შატაკიშვილი, X კლასი
ნატალი დალაქიშვილი, X კლასი
დათა ლომიძე, IX კლასი
ნიკოლოზ თავაძე, IX კლასი
მარიამ ბითაძე, IX კლასი
ფინალში გადასასვლელად მოსწავლეებმა მენტორის დახმარებით იმუშავეს იდეებზე, ერთიანი გადაწყვეტილებით შეირჩა დათა ლომიძის იდეა. რომლის საფუძველზეც გუნდმა მოამზადა კონკურსისთვის წარსადგენი ნამუშევარი. წარდგენილი ნამუშევრების შეფასების შემდეგ კონკურსის ორგანიზატორებმა 10 საუკეთესო გუნდი შეარჩიეს. ფინალურ ეტაპზე მონაწილეებმა სპეციალურად მომზადებულ შეკითხვებს უპასუხეს, გამარჯვებული გუნდის ვინაობა კი FinEdu-ს სპეციალურ Facebook Live ღონისძიებაზე გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის მხოლოდ შეჯიბრი არ ყოფილა. პროცესში მათ შეძლეს ფინანსური საკითხების პრაქტიკული გააზრება, პრობლემების იდენტიფიცირება, იდეების შეფასება, საერთო გადაწყვეტილების მიღება და გუნდურად მუშაობა.
ვულოცავთ Guardians of Saving GOS-ის წევრებსა და მათ მენტორს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.



Comments