top of page

სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2018

  • Mar 25, 2018
  • 1 min read

Updated: Aug 25

25 მარტს Tbilisi Mall-ში გაიმართა სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2018, რომელიც „ჯუნიორ ეჩივმენტ ჯორჯიას“ ორგანიზებით ჩატარდა.


ფესტივალში მონაწილეობდა სკოლა ეისის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილი მინი კომპანია String Art, რომელიც საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 21 მოსწავლეთა კომპანიას შორის მოხვდა.


მინი კომპანიაზე მუშაობდნენ:

  • გიორგი ჯაფარიძე

  • ლევან ნადირაძე

  • ლიკა კალიორასი

  • ანა ფუტკარაძე

  • საბა გოგატიშვილი

  • თამარ ცაციაშვილი

  • ლიზი კაკაშვილი

  • ნინო ტერაშვილი

გუნდის მენტორი იყო მეწარმეობის მასწავლებელი ნინო ლომიძე.


ფესტივალში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის შესაძლებლობა იყო, საკუთარი ბიზნესიდეა ფართო აუდიტორიისთვის წარედგინათ, სხვა მოსწავლეთა კომპანიების გამოცდილებას გაცნობოდნენ და მეწარმეობის სწავლების ფარგლებში მიღებული ცოდნა პრაქტიკულ გარემოში გამოეყენებინათ.


ღონისძიებაზე სკოლა ეისს ასევე გადაეცა სიგელი საქართველოში სამეწარმეო განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მეწარმეობის სწავლება სკოლა ეისში სკოლის გახსნის დღიდან მიმდინარეობს. მოსწავლეები ყოველწლიურად ქმნიან საკუთარ მინი კომპანიებს და იდეის შექმნიდან პროდუქტის წარდგენამდე რეალურ პროცესს გადიან. String Art-ის მონაწილეობა 2018 წლის ფესტივალში ამ მრავალწლიანი გამოცდილების ერთ-ერთი ადრეული და მნიშვნელოვანი მაგალითია.



Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page