top of page

სკოლა ეისის მინი კომპანია AllSafe 2022 წლის რჩეულ კომპანიებს შორის

  • Apr 8, 2022
  • 1 min read

Updated: Aug 25

სკოლა ეისის მოსწავლეების მიერ შექმნილი მინი კომპანია AllSafe 2022 წლის სამეწარმეო განათლების ფესტივალისთვის შერჩეულ 30 მოსწავლეთა კომპანიას შორის მოხვდა.


ფესტივალი 26 მარტს, თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან მოსწავლეთა კომპანიები მონაწილეობდნენ. ღონისძიება „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ მიერ, USAID-ის პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, თიბისი ბანკთან თანამშრომლობით ჩატარდა.


AllSafe სკოლა ეისის მეწარმეობის სწავლების ფარგლებში შეიქმნა. გუნდში იყვნენ ჯაბა შატაკიშვილი, ნატალი დალაქიშვილი, დაჩი აფციაური და სალომე ლომიძე, ხოლო მათ მეწარმეობის მასწავლებელი ნინო ლომიძე ხელმძღვანელობდა.


მოსწავლეთა კომპანიის იდეა იყო ისეთი პროდუქტების შექმნა, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე და ჰიპერაქტიურობის პრობლემების დასაძლევად დაეხმარებოდათ ადამიანებს. მაგალითად ასე შეიქმნა მძიმე საბნის იდეა, რომელსაც იყენებენ როგორც ეფექტურ არამედიკამენტურ საშუალებას უძილობასთან და შფოთვით აშლილობასთან საბრძოლველად. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა გაიარეს მინი კომპანიის შექმნის ძირითადი ეტაპები, მათ შორის იდეის ჩამოყალიბება, პროდუქტის განვითარება, გუნდური მუშაობა და მისი მომხმარებლისთვის წარდგენა.


სკოლა ეისში მეწარმეობის სწავლება მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი იდეა პრაქტიკულ პროექტად აქციონ, გაინაწილონ პასუხისმგებლობები, მიიღონ გადაწყვეტილებები და საკუთარ პროდუქტზე რეალურ გარემოში იმუშაონ.

AllSafe-ის წლის რჩეულ კომპანიებს შორის მოხვედრა ამ პროცესის კიდევ ერთი წარმატებული შედეგია.



Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page