„განთიადის“ გუნდური ოლიმპიადა 2023: პირველი და მესამე ადგილი ეისელებს
- Dec 29, 2023
- 1 min read
Updated: Aug 25
სკოლა ეისის მე-3 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა „განთიადის“ გუნდურ ოლიმპიადაზე პირველი და მესამე ადგილები მოიპოვეს.
გუნდური ოლიმპიადა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ცოდნა და აზროვნების უნარები გუნდურ ფორმატში გამოსცადონ, ერთად იმუშაონ დავალებებზე და საერთო შედეგისთვის პასუხისმგებლობა გაინაწილონ.
სკოლა ეისს ოლიმპიადაზე წარმოადგენდნენ:
მე-3 კლასი:დანიელ ჭონიშვილი, ლილე სააკაშვილი, გიორგი სადაღაშვილი, მარიამ მერებაშვილი, ავთანდილ გეგენავა.
მე-6 კლასი:ირაკლი ქარუმიძე, საბა ცაბაძე, მარიამ საბაშვილი, თემურ მაზანაშვილი, ნიკოლოზ ვანიშვილი.
მოსწავლეები ოლიმპიადისთვის დამრიგებელ ნინო ლომიძესთან ერთად ემზადებოდნენ.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს მიღწეულ შედეგებს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საინტერესო გამოწვევასა და წარმატებას.



Comments