გაეროს მოდელირების პროექტი
- მარიკა ტლაშაძე
- May 6, 2018
- 1 min read
2018 წლის 5-6 მაისს გორში პირველად გაიმართა გაეროს მოდელირება. პროექტი დაფინანსებული იყო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტ PITA-ს მიერ, რომელიც USAID-ის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.
პროექტის შესარჩევ ტურში მონაწილეობა 200-ზე მეტმა აპლიკანტმა (14-27 წლამდე) მიიღო, მათგან კი 30 საუკეთესო შეირჩა, რომელთაც გაეროს ოფიციალურ მოდელირებაზე დელეგატის სტატუსი მიენიჭათ, მათ შორის გახლდათ ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე, მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ზედაშიძე და მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ჯაფარიძე.
















Comments