ეისელები ბავშვთა უფლებების ცენტრის ტრენინგებზე
- Jun 8, 2022
- 1 min read
Updated: Aug 25
სკოლა ეისის IX-XI კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებლის არინა თავაქარაშვილის ხელმძღვანელობით ესწრებიან ტრენინგებს ბავშვის უფლებათა ცენტრში.
ტრენინგების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, მსჯელობენ მათ მნიშვნელობაზე და სწავლობენ, როგორ უკავშირდება უფლებების დაცვა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს.
ბავშვის უფლებათა ცენტრი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 27 აპრილს გაიხსნა. ცენტრის გახსნას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი დაესწრო.
ცენტრის მიზანია ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გაზიარება სხვადასხვა ჯგუფისთვის, მათ შორის მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, აკადემიური სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
ცენტრი ნორვეგიის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
სკოლა ეისის მოსწავლეებისთვის ტრენინგებში მონაწილეობა შესაძლებლობაა, სამოქალაქო განათლების ფარგლებში განხილული საკითხები უფრო პრაქტიკული გამოცდილებით გაიაზრონ, დასვან კითხვები, იმსჯელონ საკუთარ უფლებებსა და პასუხისმგებლობებზე და უკეთ გაეცნონ მათ დასაცავად არსებულ მექანიზმებს.



Comments