სოციალური მეწარმეობის ვორქშოფი
- მარიკა ტლაშაძე
- Jun 10, 2019
- 1 min read
8 და 9 ივნისს გორში, ,,სკოლა ეისში" სოციალური მეწარმეობის ვორქშოფი გაიმართა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა პირველ დღეს მიიღეს თეორიული ცოდნა პროექტის წერასთან, მართვასთან, შეჯამებასა და ქსელურ კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასევე, პირველ დღეს მოიწვიეს სპიკერი - ა(ა)იპ ლიდერთა ლიგის კომუნიკაციების მენეჯერი, ელენე მინდიაშვილი, რომელიც ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის მერიასთან კონსორციუმის შექმნის დეტალებზე ესაუბრა.
მეორე დღეს მონაწილეები განაწილდნენ ჯგუფებში, ყველა ჯგუფს ჰყავდა მოწვეული მენტორი, რომლებიც კოორდინირებაში ეხმარებოდნენ, ჩაატარეს საველე და ონლაინ კვლევები თავიანთი სოციუმების პრობლემების შესახებ და შემდეგ დღის განმავლობაში წერდნენ პროექტებს ამ პრობლემების მოგვარებაზე. საუკეთესო პროექტის ავტორი ჯგუფი მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა და გამარჯვების სერტიფიკატები და დიპლომი გადაეცათ.
ღონისძიება განხორციელდა:"ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი" UN Association of Georgia - UNAG USAID/Georgia კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი.
























Comments