საჯარო ლექცია ეისში - ისწავლე ჟესტური ენა
- მარიკა ტლაშაძე
- May 19, 2022
- 1 min read
Updated: Oct 4, 2024
პროექტის "ჩვენ ყველა თანასწორნი ვართ" ფარგლებში, სკოლა ეისის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია, რომელიც ჟესტური ენის პოპულარიზაციას მიეძღვნა. ლექციის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა შეისწავლეს ანბანი, რიცხვები და საბაზისო ფრაზები საკომუნიკაციოდ, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო მეტად გაიგონ და კომუნიკაცია დაამყარონ სმენის დარღვევის მქონე ადამიანებთან.
მსოფლიოში 137 ჟესტური ენა არსებობს, მათ შორის ქართული ჟესტური ენა, რომლის ცოდნაც ჩვენთვის სოციალური პასუხისმგებლობაა. ეს ცოდნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლისთვის, არამედ სმენის სრული და ნაწილობრივი დარღვევის მქონე პირების ადაპტაციისა და თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად.
ჟესტური ენის ცოდნა ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია თანასწორად მიიღოს მონაწილეობა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. სკოლა ეისი ამაყობს, რომ ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ შეესწავლათ ეს უნარები და გაეგოთ, როგორ შეუძლიათ დაეხმარონ სმენის დარღვევის მქონე პირებს სრულფასოვანი სოციალური ცხოვრების წარმართვაში.



Comments