top of page

ინოვაციების ბანაკი, 2017

2017 წლის 3 დეკემბერს ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" (Junior Achievement Georgia) მიერ ორგანიზებულ ,,ინოვაციების ბანაკში" გაიმარჯვა გუნდმა ,,Best Advisers", რომლის ლიდერიც გახლდათ ,,სკოლა ეისის" მოსწავლე ლუკა ზედაშიძე, ხოლო ერთერთი წევრი ასმათ ფაილევანიანი.

ინოვაციების ბანაკი არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები თავს იყრიან კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის (ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება) გარშემო, რომლის სესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა.

ინოვაციების ბანაკში მონაწილეობდა 15–დან 18 წლამდე 100–ზე მეტი ახალგზარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მათ შორის იყვნენ "სკოლა ეისის" მოსწავლეები პედაგოგის ნინო ლომიძის ხელმძღვანელობით.

დღის ბოლოს თითოეულმა გუნდმა წარადგინა პრეზენტაცია და ბიზნეს გეგმა, რის შემდეგაც გამოვლინდნენ სხვადასხვა სპონსორების ფავორიტი და გამარჯვებული გუნდები.

სწორედ ასეთი – ვითიბი ბანკის რჩეული გუნდის წევრი გახლდათ დაჩი ჩხარტიშვილი.



 
 
 

Comments


  • Facebook

საქართველო, გორი 1400, ბესიკის ქუჩა #5

ტელ.: (370) 272027

ელ.ფოსტა: acschool15@gmail.com

სოციალური მედია

კონტაქტი

მადლობა!

© 2024 წელი, ეისი სკოლა.

bottom of page