ჟურნალისტიკის კლუბის წევრები ,,დიას" ახალი ამბების სამსახურის პროდიუსერსა და ტელეკომპანია ,,თრიალეთის" წარმომადგენლებს შეხვდნენ
- მარიკა ტლაშაძე
- Feb 26, 2018
- 1 min read
16 თებერვალს ჩვენი სკოლის ჟურნალისტიკის კლუბის წევრებს, კლუბის ხელმძღვანელის, დემეტრე ტლაშაძის, ინიციატივით ცნობილი გორელი ჟურნალისტი, გიორგი ახალკაცი შეხვდა და თავის გამოცდილებაზე ესაუბრა.
ამჟამად გიორგი ტელეკომპანია ,,დიას" ახალი ამბების სამსახურის პროდიუსერია.
შეხვედრა ინტერაქტიური იყო და ჩვენი სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სტუმრისთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.
26 თებერვალს კი შედგა ,,სკოლა ეისის" ჟურნალისტიკის კლუბის, სკოლის დირექტორის- მარინე ტლაშაძისა და ქალბატონ არინა თავაქარაშვილის საქმიანი სტუმრობა ტელეკომპანია ,,თრიალეთში"






























Comments